შინაარსზე გადასვლა

ჯონჯოლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
16:06, 3 სექტემბერი 2021-ის ვერსია, imported>InternetArchiveBot (გადარჩენა 1 წყაროების და მონიშვნა 0 მკვდრად.) #IABot (v2.0.8)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
ჯონჯოლი
კოლხური ჯონჯოლი
კოლხური ჯონჯოლი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
ოჯახი:  ჯონჯოლისებრნი
გვარი:  ჯონჯოლი
ლათინური სახელი
Staphylea
დაცვის სტატუსი

შეცდომა: სურათი მცდარია ან არ არსებობს

<templatestyles src="თარგი:Comment/styles.css" /><span class="ts-comment-commentedText" title="Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted">სტატუსი არ არის მითითებული
ძიება IUCN-ის ვებ-გვერდზე: ???

ჯონჯოლი (ლათ. Staphylea) — მცენარეთა გვარი ჯონჯოლისებრთა ოჯახისა. ბუჩქები ან პატარა ხეებია.

11-მდე სახეობა გავრცელებულია ამერიკისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ზომიერ სარტყელში. კავკასიასა და საქართველოში ჯონჯოლის მხოლოდ ორი სახეობა გვხვდება: კოლხური ჯონჯოლი, რომელიც უმთავრესად დასავლეთ საქართველოში იზრდება, და ჩვეულებრივი ჯონჯოლი (ლათ. Staphylea pinnata), რომელიც კოლხეთის დაბლობის გარდა ქართლსა და კახეთშიც გვხვდება.

ჯონჯოლი იზრდება ხევებსა და ხეობებში, ქვიან ადგილებში, ზღვის დონიდან 1 300 -მდე. ჯონჯოლის გაუშლელ ყვავილებს ამწნილებენ, თესლისაგან მიღებულ ზეთს ხმარობენ მედიცინაში. ორივე სახეობა კარგი დეკორატიული და თაფლოვანი მცენარეა. მრავლდება თესლისა და ფესვის ამონაყრით. შეტანილია საქართველოს „წითელ წიგნში“.

გალერეა

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

მოძიებულია „https://wiki.ge/w/index.php?title=ჯონჯოლი&oldid=118283“-დან