Childhood's End (პინკ ფლოიდის სიმღერა)
„Childhood's End“ | ||||
---|---|---|---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
თარგი:ინფოდაფა სიმღერა/ბმული — პინკ ფლოიდი | ||||
ალბომიდან Obscured by Clouds | ||||
გამოსვლის თარიღი | 1972 | |||
ჩაიწერა | 1972 | |||
ჟანრი | პროგრესული როკი, ბლუზ როკი | |||
ხანგრძლივობა | 4:33 | |||
ავტორ(ებ)ი | დეივიდ გილმორი | |||
Obscured by Clouds – სიმღერები | ||||
|
„Childhood's End“ — მეშვიდე სიმღერა ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის 1972 წლის ალბომზე Obscured by Clouds.[1][2] ჯგუფის მიერ სრულდებოდა 1972-1973 წლებში. სახელწოდება, როგორც ვარაუდობენ, ეფუძნება ართურ კლარკის ამავე სახელწოდების მქონე რომანს.
ეს არის როჯერ უოტერსის ჯგუფიდან წასვლამდე უკანასკნელი სიმღერა დეივიდ გილმორის მიერ დაწერილი ტექსტით. ნიკ მეისონის პულსირებადი სოლო დასარტყმელ საკრავებზე აქ ჰგავს „Time“-ს. სიმღერა ფილმში „ველი“ ჟღერს ტყეებში მოგზაურობის სცენაში, როდესაც მთავარი პერსონაჟი ვივიანი მიხვდება, რომ აუცილებელია ხშირად შესვენება.
კომპოზიცია კონცერტებზე რამდენიმეჯერ დაუკრეს, 1972 წლის დეკემბრიდან მოყოლებული. 2016 წელს, ჯგუფის ბოქს-სეტის The Early Years 1965-1972 გამოცემამდე გამოვიდა პრომო ფილმი სიმღერის 2016 წლის მიქსით - კონცერტის წინ გადაღებული და სტუდიაში მუშაობის კადრებით.
სქოლიო
- ↑ სტრონგი, მარტინ ჩ. (2004). The Great Rock Discography, მეშვიდე, ედინბურგი: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 1-84195-551-5Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.
- ↑ მებეტი, ენდი (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. ლონდონი: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-XLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
|