შინაარსზე გადასვლა

ვალერი გაზაევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
16:56, 3 მაისი 2022-ის ვერსია, imported>Arkaitz1974
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted ვალერი გაზაევი (რუს. Вале́рий Гео́ргиевич Газза́ев, Valeriy Georgyevich Gazzayev; ოს. Гæззаты Георгийы фырт Валери, Gæzzaty Georgijy fyrt Valeri; დ.7 აგვისტო, 1954, ორჯონიკიძე) — ოსური წარმოშობის რუსი მწვრთნელი და ყოფილი ფეხბურთელი, ამჟამად ვლადიკავკაზის „ალანიას“ პრეზიდენტი და მწვრთნელი. თამაშობდა თავდამსხმელის პოზიციაზე. დიდ წარმატებას მიაღწია მოსკოვის „დინამოსთან„ ერთად, ისევე როგორც სსრკ–ს ეროვნულ ნაკრებთან ერთად ოლიმპიადაზე.

ვალერი გაზაევი მწვრთნელი გახდა 1989 წელს. მას ყველაზე წარმატებული წლები ჰქონდა მაშინ, როდესაც ჩაიბარა მოსკოვის „ცსკა“ 2004 დან 2008 წლამდე. „ცსკასთან“ ერთად გაზაევმა მოიგო ყველა რუსული ტიტული, თითოეული სამჯერ, ასევე უეფა-ს თასი 2005 წელს. ამ მიღწევების გამო იგი ითვლლება ერთ–ერთ საუკეთესო მწვრთნელად ყოფილ საბჭოთა კავშირში დაბადბულთა შორის.

სათამაშო კარიერა

საბჭოთა პირველი ლიგა

მან კარიერა დაიწყო ფორვარდის პოზიციაზე მის მშობლიური მხარის, ორჯონიკიძის (შემდეგში ვლადიკავკაზის) გუნდ „სპარტაკში“, რომელიც საბჭოთა პირველ ლიგაში ასპარეზობდა. 1974 წელს იგი შეუერთდა დონის როსტოვის „სკას“, რომელიც საბჭოთა პირველი ლიგიდან მე–2 ადგილის დაკავების გამო აღზევდა საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში. ვინაიდან „სკას“ მთავარ ადგილი ვერ დაიმკვირდა, იგი დაბრუნდა „სპარტაკში“.

საბჭოთა უმაღლესი ლიგა

საბჭოთა კავშირის უმაღლესი ლიგის გუნდებიდან გაზაევმა ითამაშა: მოსკოვის „ლოკომოტივში“, მოსკოვის „დინამოსა“ და თბილისის „დინამოში“.

1984 წელს გაზაევმა მოსკოვის „დინამოსთან“ ერთად გახდა საბჭოთა კავშირის თასის გამარჯვებული. მისი კარიერის მანძილძე საბჭოთა უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 283 მატჩი და შეძლო 89 გოლის გატანა, ასევე იყო უეფა-ს თასების მფლობელთა თასის ბომბარდირი 1984–85 წლების სეზონში.[1]

სანაკრებო კარიერა

გაზაევი გახდა უეფა–ს 23 წლამდე ფეხბურთელთა ჩემპიონატის გამარჯვებული სსრკ–ს ნაკრებთან ერთად 1976 წელს და 21 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონი 1980 წელს. მან ასევე მოიგო ბრინჯაოს მედალი 1980 წლის ზაფხულის ოლიმპიადზე მოსკოვში.

სამწვრთნელო კარიერა

1986 წელს, სათამაშო კარიერის დასრულების შემდეგ, სანამ პროფესიონალურ გუნდში გადავიდოდა გაზაევი წვრთნიდა მოსკოვის „დინამოს“ ახალგაზრდულ გუნდს. მისი სერიოზული წარმატება მწვრთნელის რანგში იყო 1995 წელს მოგებული რუსეთის პრემიერ ლიგა ვლადიკავკაზის „სპარტაკი–ალანიასთან“ ერთად.

მეტი ტიტულის მოპოვება შეძლო მას შემდეგ, რაც მოსკოვის „ცსკა–ს“ შეუერთდა. მასთან ერთად 2004-05 წლებში შეძლო უეფა-ს თასის მოგება, ისევე როგორც რუსეთის პრემიერ ლიგის: 2003, 2005, 2006 წლებში და რუსეთის თასის: 2002, 2005, 2006 წლებში. 2008 წლის 5 დეკემბერს დატოვა ცსკა“.[2] გაზაევის გაწვრთნილი „ცსკა“ იყო პირველი გუნდი რუსეთის ფედერაციიდან, რომელმაც მოახერხა ევროპული პრიზის აღება საბჭოთა კავშირის დაცემის შემდეგ.

2009 წლის 26 მაისს მოსკოვის „ცსკა–ს“ ყოფილმა მწვრთნელმა 3 წლიანი კონტრააქტი გააფორმა კიევის „დინამოსთან“, 2012 წლამდე.[3]

2011 წლიდან დაბრუნდა ვლადიკავკაზში და დაიკავა „ალანიას“ პრეზიდენტის პოსტი. 2012 წლის ნოემბრიდან კი პრეზიდენტთან ერთად ვლადიკავკაზის „ალანიას“ მწვრთნელიცაა.

პირადი

იგი არის იური გაზაევის ბიძაშვილი და ვლადიმერ გაზაევის მამა.

მიღწევები

იგი არის მეგობრობის ორდენისა და რუსული ღირსების ორდენის კავალერი.

მოთამაშე

საბჭოთა კავშირის დროშა სკა დონის როსტოვი

საბჭოთა კავშირის დროშა დინამო მოსკოვი

მწვრთნელი

რუსეთის დროშა სპარტაკი–ალანია ვლადიკავკაზი

რუსეთის დროშა ცსკა მოსკოვი

უკრაინის დროშა დინამო კიევი

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. სტატისტკა RSSF–ზე. Rsssf.com (18 დეკემბერი 2003). წაკითხვის თარიღი: 26 აგვისტო 2011.
  2. ვალერი გაზაევმა ცსკა დატოვა (რუსული) Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted. Pfc-cska.com. წაკითხვის თარიღი: 26 აგვისტო 2011.
  3. Gazzaev trainiert Dynamo Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted. Transfermarkt.de. წაკითხვის თარიღი: 26 აგვისტო 2011.
  4. ინფორმაცია. Klisf.info. წაკითხვის თარიღი: 26 აგვისტო 2011.

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted