შინაარსზე გადასვლა

სეგედის ზავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
10:18, 15 აგვისტო 2014-ის ვერსია, imported>Jaba1977 (added Category:XV საუკუნის სამშვიდობო ხელშეკრულებები using HotCat)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

სეგედის ზავი — სამშვიდობო ხელშეკრულება, რომელიც დაიდო ოსმალეთის იმპერიასა და უნგრეთის სამეფოს შორის 1444 წლის 15 აგვისტოს ვარადში, ვარნის ლაშქრობის დასრულებამდე რამდენიმე თვით ადრე. ვარნის ლაშქრობაში მიღწეული წარმატებების მიუხედავად, ვლადისლავ III-მ მურადს შესთავაზა ზავის დადება. ზავის დადების პროცესში დიდი როლი მიუძღვოდა სერბეთის დესპოტს დურად ბრანკოვიჩს.

ხელშეკრულების შესახებ დისკუსიები დაიწყო ედირნეში მურად II-ისა და ვლადისლავ III-ის ელჩებს შორის. რამდენიმე დღეში სეგედში გააგზავნეს მურადის ელჩი რათა ვლადისლავის მიერ ხელშეკრულების რატიფიცირება დასრულებულიყო. მოლაპარკებები გაგრძელდა კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში და ხელშეკრულება საბოლოოდ გაფორმდა ვარადში.

ხელშეკრულების თანახმად მურად II-მ დათმო ვლახეთი და სერბეთი, თუმცა შეინარჩუნა გავლენა დანარჩენ ევროპულ სამფლობელოებზე. ხელშეკრულება მოქმედებდა 10 წლის განმავლობაში.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში