შინაარსზე გადასვლა

ნასუჰ-ფაშას ხელშეკრულება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
17:47, 14 სექტემბერი 2018-ის ვერსია, imported>DavidTheBuilder (წინარეისტორია)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

ნასუჰ-ფაშას ხელშეკრულება (თურქ. Nasuh Paşa Antlaşması;) — 1612 წლის 20 ნომებრის ხელშეკრულება ოსმალეთის იმპერიასა და სეფიანთა იმპერიას შორის.

წინარეისტორია

1590 წელს სპარსეთის შაჰი აბას I დიდი იძულებული გახდა დაეთმო ამიერკავკასია ომსალეთის იმპერიისთვის. თუმცა 1593 წელს ოსმალეთის იმპერია ევროპასთან ხანგრძლივ ომში ჩაერთო. შაჰ აბასმა ძლიერი არმია მოამზადა და როცა 1603 წელს ოსმალეთის ტახტზე 14 წლის აჰმედ I ავიდა, თურქებთან ახალი ომი დაიწყო. 1612 წელს ოსმალეთის იმპერიის ახალმა დიდმა ვეზირმა, ნასუჰ-ფაშამ სპარსეთთან სამშვიდობო ხელშეკრულებას ხელი მოაწერა[1].

ხელშეკრულების პირობები

ხელშეკრულების პირბობის თანამხად:

  • ოსმალეთის იმპერია სპარსეთს უბრუნებდა 1590 წელს წართმეულ მიწებს.
  • დამტკიცდა 1555 წელს ამასიის ზავით დადგენილი საზღვრები.
  • სპარსეთი დათანმხდა ყოველწლიურად გადაეხადა 200 ფუთა აბრეშუმი[2].
  • სპარსელი მომლოცველები ამის შემდეგ მექაში ივლიდნენ არა ერაყის, არამედ სირიის გავლით.

იხილეთ აგრეთვე

სქოლიო

  1. Prof.Yaşar Yücel-Prof Ali Sevim:Türkiye tarihi vol.III, AKDTYKTTK Yayınları, 1991, 43-44
  2. Shah Abbas however, committed himself to sent 59000 kilograms raw silk annually to the Ottoman King ... lifesciencesite.com

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted