შინაარსზე გადასვლა

განდიზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
21:14, 6 სექტემბერი 2020-ის ვერსია, imported>გიო ოქრო (დაემატა კატეგორია:ეპონიმური პოლიტიკური იდეოლოგიები გაჯეტ HotCat-ით)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

განდიზმი — სოციალურ-პოლიტიკური და რელიგიურ-ფილოსოფიური მოძღვრება, რომელიც აღმოცენდა ინდოეთის ეროვნული დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის პერიოდში, ეროვნული ბურჟუაზიის ხელმძღვანელობით მიმდინარე ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის იდეოლოგია. სახელი ეწოდა მისი ფუძემდებლის მაჰათმა განდის სახელის მიხედვით.

განდიზმის ფილოსოფიური საფუძველია ობიექტური იდეალიზმი, ღვთაებრიობისა და ჭეშმარიტების გათანაბრების იდეა. მისი ქვაკუთხედი ეთიკის სფეროში — ჯაინიზმის რელიგიიდან ნასესხები „აჰიმსის“ პრინციპი, რომელსაც ემყარება ძალდაუტანებლობის მთელი ტაქტიკა („აჰიმსა“ კატეგორიულად კრძალავს ყოველგვარი ცოცხალი არსებისადმი რაიმე ფიზიკური თუ სულიერი ვნების მიყენებას).

ლიტერატურა