შინაარსზე გადასვლა

სტოკ სიტი (საფეხბურთო კლუბი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
00:33, 31 ივლისი 2022-ის ვერსია, imported>InternetArchiveBot (გადარჩენა 3 წყაროების და მონიშვნა 0 მკვდრად.) #IABot (v2.0.8.9)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
სტოკ სიტი
Stoke City
ფაილი:460px-Stoke City FC.svg.png
სრული სახელი Stoke City Football Club
მეტსახელი მექოთნეები (The Potters)
დაარსდა 1863; 162 წლის წინ (1863)[1]
სტადიონი ბეთ365 ,
სტოკ-ონ-ტრენტი, ინგლისი
(ტევადობა: 27,902[2])
პრეზიდენტი ინგლისის დროშა პიტერ კოუტსი
მწვრთნელი ესკიზის შექმნის შეცდომა: მარკ ჰიუზი
კაპიტანი ინგლისის დროშა რაიან შოუკროსი
ლიგა პრემიერლიგა
2016-17 მე-13 ადგილი

საფეხბურთო კლუბი „სტოკ სიტი“ (ინგლ. Stoke City Football Club) — ინგლისური საფეხბურთო კლუბი ქალაქ სტოკ-ონ-ტრენტიდან. ასპარეზობს ინგლისის პრემიერლიგაში.

კლუბი დაარსდა 1863 წელს, როგორც „სტოკ რამბლერსი“, 1878 წელს კლუბს „სტოკი“ ერქვა, ხოლო 1925 წლიდან სტოკ-ონ-ტრენტს მიენიჭა ქალაქის სტატუსი, რის შემდეგაც კლუბს „სტოკ სიტი“ დაერქვა. „სტოკ სიტი“ მეორე უძველესი საფეხბურთო კლუბია მსოფლიოში, „ნოტს ქაუნთის“ შემდეგ. კლუბი აგრეთვე არის ინგლისის საფეხბურთო ლიგის ერთ-ერთი დამფუძნებელი.[3]

კლუბის პირველი და ამ დროისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო, ლიგის თასი „სტოკ სიტიმ“ მოიგო 1972 წელს, ფინალში დაამარცხა „ჩელსი“. უმაღლეს ლიგაში საუკეთესო შედეგი იყო მე-4 ადგილი, რომელიც 1935-36 და 1946-47 წლების სეზონებში დაიკავა. 2011 წელს „სტოკ სიტიმ“ ითამაშა ასოციაციის თასის ფინალში, სადაც „მანჩესტერ იუნაიტედთან დამარცხდა. 3-ჯერ გავიდა ამავე თასის ნახევარფინალში, 1889 წელს და ზედიზედ 1971-1972 წლებში. „სტოკ სიტი“ არის საფეხბურთო ლიგის თასის 2-გზის გამარჯვებული, 1992 და 2000 წლების სეზონებში. 3-ჯერ ითამაშა ევროტურნირებზე, 1972-73, 1974-75 და ბოლოს 2011-12 წლების სეზონში. ამ უკანასკნელში შეძლო ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის დაძლევა, შემდეგ „ვალენსიასთან“ დამარცხდა.

საშინაო მატჩებს ატარებს სტადიონ „ბეთ365“-ზე, რომელიც გაიხსნა 1997 წელს, „ბრიტეანია სთედიუმის“ სახელით. მანამდე კლუბი თამაშობდა „ვიქტორია გრაუნდზე“. ვინაიდან სტოკ-ონ-ტრენტში ქოთნების ინდუსტრია იყო, კლუბის მეტსახელია „მექოთნეები. „სტოკ სიტის“ ტრადიციულ საშინაო ფორმაზე არის წითელი და თეთრი ვერტიკალური ზოლები. კლუბის ტრადიციული მეტოქეები არიან მიდლენდსის კლუბები, „ვესტ ბრომვიჩ ალბიონი“ და „ვულვერჰემპტონ უონდერერსი“, ხოლო ლოკალური მტერი არის „პორტ ვეილი“, მატ დაპირისპირებას მექოთნეთა დერბი ეწოდება.

მიმდინარე შემადგენლობა

<templatestyles src="Template:Football squad player/styles.css" /> შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.

პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
1 მეკარე თარგი:Fba/core ჯეკ ბატლენდი
2 მცველი თარგი:Fba/core ფილ ბარდსლი
3 მცველი თარგი:Fba/core ერიკ პიტერსი
4 ნახევარმცველი თარგი:Fba/core ჯო ალენი
5 მცველი თარგი:Fba/core მარკ მუნიესა
6 ნახევარმცველი თარგი:Fba/core გლენ უილანი
7 ნახევარმცველი თარგი:Fba/core სტივენ აირლენდი
8 მცველი თარგი:Fba/core გლენ ჯონსონი
9 თავდამსხმელი თარგი:Fba/core სეიდო ბერაჰინო
10 თავდამსხმელი თარგი:Fba/core მარკო არნაუტოვიჩი
12 თავდამსხმელი თარგი:Fba/core ვილფრიდ ბონი
14 ნახევარმცველი თარგი:Fba/core იბრაჰიმ აფელაი
15 მცველი თარგი:Fba/core ბრუნუ მარტინს ინდი
პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
16 ნახევარმცველი თარგი:Fba/core ჩარლი ადამი (კაპიტანი)
17 მცველი თარგი:Fba/core რაიან შოუკროსი
18 თავდამსხმელი თარგი:Fba/core მამე ბირამ დიუფი
19 თავდამსხმელი თარგი:Fba/core ჯონათან უოლტერსი
20 მცველი თარგი:Fba/core ჯეფ კემერონი
21 ნახევარმცველი თარგი:Fba/core ჟანელი იმბიულა
22 ნახევარმცველი თარგი:Fba/core ჯერდან შაჩირი
24 მცველი თარგი:Fba/core ლამინ კონე
25 თავდამსხმელი თარგი:Fba/core პიტერ კრაუჩი
29 მეკარე თარგი:Fba/core იაკობ ჰაუგორი
32 ნახევარმცველი თარგი:Fba/core რამადან სობჰი
33 მეკარე თარგი:Fba/core ლი გრანტი
35 მეკარე თარგი:Fba/core დანიელ ბაქმანი

ტიტულები

„სტოკ სიტის“ ტიტულები:[4]

ლიგა

საფეხბურთო ლიგის ჩემპიონატი

  • მეორე ადგილი: 2007/08

საფეხბურთო ლიგის მეორე დივიზიონი: 3

  • ჩემპიონი: 1932/33, 1962/63, 1992/93
  • მე-2 ადგილი: 1921/22
  • მე-3 ადგილი: (აღზევდა) 1978/79
  • პლეი-ოფის გამარჯვებული: 2001/02

ჩრდილოეთის მესამე დივიზიონი: 1

  • ჩემპიონი: 1926/27

საფეხბურთო ალიანსი: 1

  • ჩემპიონი: 1890/91

უესტ-მიდლენდსის რეგიონალური ლიგა: 1

  • ჩემპიონი: 1910/11

სამხრეთის ლიგის მე-2 დივიზიონი: 2

  • ჩემპიონი: 1909/10, 1914/15
  • მეორე ადგილი: 1910/11

თასები

ასოციაციის თასი

  • ფინალისტი: 2010/11
  • ნახევარფინალისტი: 1898/99, 1970/71, 1971/72

ლიგის თასი: 1

  • გამარჯვებული: 1971/72
  • ფინალისტი: 1963/64

საფეხბურთო ლიგის ტროფი: 2

  • გამარჯვებული: 1991/92, 1999/00

უოტნის თასი: 1

  • გამარჯვებული: 1973/74

რეგიონალური

სტეფორდშირის თასი: 15

  • გამარჯვებული: 1877–78, 1878–79, 1903–04 (shared), 1913–14, 1933–34, 1964–65, 1968–69 (shared), 1970–71, 1974–75, 1975–76, 1981–82, 1992–93, 1994–95, 1998–99, 2016–17
  • ფინალისტი: 1882–83, 1885–86, 1894–95, 1900–01, 1902–03, 2002–03, 2005–06, 2010–11

ბირმინგემის თასი: 2

  • გამარჯვებული: 1901, 1914
  • ფინალისტი: 1910, 1915, 1920, 1921

მენის კუნძულის თასი: 3

  • გამარჯვებული: 1987, 1991, 1992
  • ფინალისტი: 1985

ბასის საქველმოქმედო ვაზა: 5

  • გამარჯვებული: 1980, 1991, 1992, 1995, 1998
  • ფინალისტი: 1890, 1894, 1990, 1996

ევროტურნირებზე

სეზონი ტურნირი ეტაპი მოწინააღდეგე შინ გასვლითი ჯამში
1972-73 უეფა-ს თასი 1-ლი ეტაპი გერმანიის დროშა კაიზერსლაუტერნი 3–1 0–4 3–5
1974-75 1-ლი ეტაპი ნიდერლანდების დროშა აიაქსი ამსტერდამი 1–1 0–0 1–1 ()
2011-12 უეფა-ს ევროპის ლიგა მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპი ხორვატიის დროშა ჰაიდუკი სპლიტი 1–0 1–0 2–0
პლეი-ოფი შვეიცარიის დროშა თუნი 4–1 1–0 5–1
ჯგუფი E თურქეთის დროშა ბეშიქთაში 2–1 1–3 მე-2
უკრაინის დროშა დინამო კიევი 1–1 1–1
ისრაელის დროშა მაკაბი თელ-ავივი 3–0 2–1
1/32 ეტაპი ესპანეთის დროშა ვალენსია 0–1 0–1 0–2

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Stoke City FC Landmarks. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-13. ციტირების თარიღი: 6 მაისი, 2016.
  2. Bournemouth Victory Enjoyed By Record Attendance. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-09-12. ციტირების თარიღი: 28 სექტემბერი, 2015.
  3. 150 Celebration Tiles. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-06-03. ციტატა: „This is just one of the ways in which the Club will be marking this landmark in their history as the second oldest Football League club and the oldest in the Premier League.“ ციტირების თარიღი: 11 მაისი, 2016.
  4. Club Honours. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 სექტემბერი, 2015. ციტირების თარიღი: 20 თებერვალი, 2016.

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted