ბელეპის კუნძულები
მშობ. სახელი: ფრანგ. Îles Belep | |
---|---|
ბელეპის კუნძულების ხედი კოსმოსიდან | |
გეოგრაფია | |
მდებარეობა | წყნარი ოკეანე |
კოორდინატები | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
მთავარი კუნძული | არტი |
ფართობი | 69,5 კმ² |
უმაღლესი წერტილი |
283 მ მთა ვაალა |
ახალი კალედონია | |
პროვინცია | ჩრდილოეთი პროვინცია |
კომუნა | ილ-ბელეპი |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 895 (2009) |
სიმჭიდროვე | 8,802 ად. /კმ² |
ბელეპის კუნძულები (ფრანგ. Îles Belep) — მცირე კუნძულების ჯგუფი წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ახალი კალედონიის ჩრდილოეთ სანაპიროსთან. ადმინისტრაციულად შედის საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიის ახალი კალედონიის ჩრდილოეთი პროვინციის ილ-ბელეპის კომუნის შემადგენლობაში.
გეოგრაფია
ბელეპის კუნძულები მდებარეობს დაახლოებით 50 კმ-ში ჩრდილოეთში ახალი კალედონიის ჩრდილოეთი წერტილიდან[1]. კუნძულების ჯგუფი შედგება რამდენიმე მომცრო მარჯნის კუნძულისაგან, ასევე უფრო დიდი, პოტის (ინგლ. Pott Island) და არტის (ინგლ. Art Island) მთიანი კუნძულებისგან.
ხმელეთის საერთო ფართობი შეადგენს 69,5 კმ²-ს. ჯგუფის ყველაზე დიდი კუნძულია — არტი (52 კმ²)[1]. ზღვის დონიდან უმაღლესი წერტილია — მთა ვაალა (283 მეტრი).
ისტორია
ბელეპის კუნძულებს სახელი დარქმეული აქვს კანაკების ერთ-ერთი ბელადის პატივსაცემად, რომელიც კუნძულებზე დასახლდა ძველ დროში. კუნძულებზე პირველი კათოლიკური მისია დაფუძნდა 1856 წელს. 1892 წლიდან 1898 წლამდე პერიოდში კუნძულებზე მდებარეობდა კეთრით დაავადებულთა სპეციალიზებული სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულება.
მოსახლეობა
2009 წელს ბელეპის კუნძულების მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა 895 ადამიანს. მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენს ახალი კალედონიის მკვიდრი მაცხოვრებლები — კანაკები (99,3 %). მთავარი დასახლებული პუნქტია — არტის კუნძულზე მდებარე სოფელი ვალა.
სქოლიო
- ↑ 1.0 1.1 Oceandots.com. ბელეპის კუნძულები. (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-04-22. ციტირების თარიღი: 2014-11-23.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted