შინაარსზე გადასვლა

შამპლენის ზღვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
10:00, 29 სექტემბერი 2024-ის ვერსია, imported>CommonsDelinker (- "Champlain_Sea-ka.png". ფაილი წაიშალა Commons-იდან მომხმარებელ Krd-ს მიერ. მიზეზი: Source of derivative work not specified since 21 September 2024.)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
შამპლენის ზღვა
ზოგადი ინფორმაცია
ტიპი კონტინენტური
ფართობი 55 000 კმ²
უდიდესი სიღრმე 200 

შამპლენის ზღვა (ფრანგ. Mer de Champlain) — ყოფილი და დროებითი ვიწრო მარილიანი ყურე ატლანტის ოკეანეში, რომელიც შეიქმნა მყინვარის უკანდახევის შედეგად უკანასკნელი გამყინვარების დასასრულს. იგი მოიცავდა დღევანდელი კანადის პროვინციების კვებეკისა და ონტარიოს მიწებსა და აშშ-ის ნიუ-იორკისა და ვერმონტის შტატების გარკვეულ ნაწილს. არსებობდა 12-10 ათ. წლის წინ. მაქსიმალური სიღრმე დაახლოებით 200 მ აღწევდა და ეს ნიშნული მის ცენტრალურ ნაწილში იყო განთავსებული. საწყის ეტაპზე მისი წყალი ცივი იყო, თუმცა შემდეგ წყალმა ტემპერატურის ზრდა განიცადა. შამპლენის ზღვის მარილიანობა (10-30 ‰) და ტემპერატურა (-1°-იდან 8°C-მდე) ამჟამინდელი ჯეიმზის უბის მსგავსია. დღეს ამ ზღვის არსებობაზე მიუთითებს ფაუნის ზოგიერთი წარმომადგენელი, რომლებიც იპოვეს ოტავისა და მონრეალის სიახლოვეს. სახელწოდება პირველად გამოიყენა ამერიკელმა გეოლოგმა ჩარლზ ჰენრი ჰიჩკოკმა 1906 წელს.

რესურსები ინტერნეტში