სამხრეთ სუდანის ადმინისტრაციული დაყოფა
სამხრეთი სუდანი დაყოფილია 10 შტატად. შტატები გაერთიანებულია სამ ისტორიულ რეგიონში: ბაჰრ-ელ-ღაზალი (ჩრდილო–დასავლეთი), ეკვატორია (სამხრეთი), ზემო ნილოსი (ჩრდილო–აღმოსავლეთი). შტატები თავის მხრივ იყოფა 86 მუნიციპალიტეტად.
რეგიონები
ბაჰრ-ელ-ღაზალი
ბაჰრ-ელ-ღაზალი სამხრეთ სუდანის ჩრდილო–დასავლეთი რეგიონია, მოიცავს 4 შტატს:
დასავლეთი ბაჰრ-ელ-ღაზალი ყველაზე ნაკლებად დასახლებული შტატია.[1]
ეკვატორია
ეკვატორია სამხრეთ სუდანის სამხრეთი რეგიონია, მოიცავს სამ შტატს:
ცენტრალურ ეკვატორიაში მდებარეობს დედაქალაქი ჯუბა და ის ფართობით ყველაზე პატარაა.
ზემო ნილოსი
ზემო ნილოსი ქვეყნის ჩრდილო–აღმოსავლეთი რეგიონია, მოიცავს სამ შტატს:
ჯონგლი ფართობის მიხედვით სამხრეთ სუდანის უდიდესი შტატია.
№ | შტატი (ქართ.) |
შტატი (ინგლ.) |
ადმინისტრაციული ცენტრი | ფართობი,[2] კმ² |
მოსახლეობა,[3][4][5] ად. (2008 წელი) |
სიმჭიდროვე, ად./კმ² | ||
---|---|---|---|---|---|---|---|---|
ბაჰრ-ელ-ღაზალი | ||||||||
1 | ვარაბი | Warrap | კუაჯოკი | 45 567 | 972 928 | 21,35 | ||
2 | დასავლეთი ბაჰრ-ელ-ღაზალი | Western Bahr el Ghazal | ვაუ | 91 076 | 333 431 | 3,66 | ||
3 | ტბები | Lakes | რუმბეკი | 43 595 | 695 730 | 15,96 | ||
4 | ჩრდილოეთი ბაჰრ-ელ-ღაზალი | Northern Bahr el Ghazal | ავეილი | 30 543 | 720 898 | 23,60 | ||
ზემო ნილოსი | ||||||||
5 | ზემო ნილოსი | Upper Nile | მალაკალი | 77 283 | 964 353 | 12,48 | ||
6 | ჯონგლი | Jonglei | ბორი | 122 581 | 1 358 602 | 11,08 | ||
7 | ერთობა (ვაჰდა) | Unity | ბენტიუ | 37 837 | 585 801 | 15,48 | ||
ეკვატორია | ||||||||
8 | აღმოსავლეთი ეკვატორია | Eastern Equatoria | ტორიტი | 73 472 | 906 161 | 12,33 | ||
9 | დასავლეთი ეკვატორია | Western Equatoria | იამბიო | 79 343 | 619 029 | 7,80 | ||
10 | ცენტრალური ეკვატორია | Central Equatoria | ჯუბა | 43 033 | 1 103 557 | 25,64 | ||
სულ | 644 329 | 8 260 490 | 12,82 |
სადავო სტატუსის ტერიტორიები
- აბიეის რაიონი ვარაბის შტატში, დღეისათვის მას აკონტროლებს სუდანის ხელისუფლება და ადმინისტრაციულად ეკუთვნის სამხრეთი კორდოფანის შტატს. ნაივაშის შეთანხმების თანახმად ტერიტორიის სტატუსი უნდა განისაზღვროს რეფერენდუმის გზით.
- ილემის სამკუთხედი მდებარეობს აღმოსავლეთი ეკვატორიის შტატში, დღეისათვის მას აკონტროლებს კენიის ხელისუფლება. სტატუსი გაურკვეველია კოლონიალური ეპოქის დროინდელი დოკუმენტების წინააღმდეგობების გამო.
- კაფია-კინგის რაიონი დასავლეთი ბაჰრ-ელ-ღაზალის შტატში, დღეისათვის მას აკონტროლებს სუდანის ხელისუფლება და ადმინისტრაციულად ეკუთვნის სამხრეთი დარფურის შტატს. რაიონი იყო ბაჰრ-ელ-ღაზალის ნაწილი 1956 წელს, დარფურის შემადგენლობაში გადასცეს 1960 წელს. 2011 წლის 9 ივლისს სუდანის ხელისუფლებამ აღიარა სამხრეთ სუდანის დამოუკიდებლობა 1956 წლის 1 იანვრის საზღვრებში, ამასთან, ნაივაშის შეთანხმების შესაბამისად, ლაპარაკია იმ დროის არა ადმინისტრაციულ საზღვარზე, არამედ ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის გამყოფ ხაზზე, რომელიც არსებობდა 1956 წლის 1 იანვარს სუდანის დამოუკიდებლობის მოპოვების მომენტში. კერძოდ, ცნობილია, რომ ეს ხაზი როგორც მინიმუმ ერთ ადგილას (აბიეის რაიონში) არ ემთხვევა პროვინციის საზღვარს, რომელიც არსებობდა 1956 წელს. რომელი ადმინისტრაციული საზღვარი (1956 წლის ან 1960 წლის) თავის დასავლეთ ნაწილში შეესაბამება გამყოფ ხაზს, უცნობია, და შესაბამისად თითოეული სახელმწიფო აღიარებს იმ საზღვარს, რომელსაც იგი მიიჩნევს საჭიროდ. აშშ აღიარებს 1956 წლის საზღვარს (ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს რუკებზე განსახილველი ტერიტორია აღნიშნულია, როგორც სამხრეთ სუდანის ნაწილი[6]).
სქოლიო
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ National Bureau Of Statistics
- ↑ Geohive. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-08-27. ციტირების თარიღი: 2015-11-10.
- ↑ Statoids
- ↑ Citypopulation
- ↑ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ოფიციალური საიტი. სამხრეთ სუდანის რესპუბლიკის რუკა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2015-11-10.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
|