საქართველოს სსრ კინემატოგრაფისტთა კავშირი
საქართველოს სსრ კინემატოგრაფისტთა კავშირი — საქართველოს სსრ-ს ნებაყოფლობითი საზოგადოებრივ-შემოქმედებითი ორგანიზაცია. შედიოდა სსრკ კინემატოგრაფისტთა კავშირში. აერთიანებდა რეჟისორებს, მსახიობებს, მხატვრებს, კინოს კრიტიკოსებს. კავშირის ძირითადი მიზანი იყო დაერაზმა თავისი წევრები სოციალისტური რეალიზმის პრინციპით განმსჭვალული მაღალიდეური და მაღალმხატვრული ნაწარმოებების შესაქმნელად.
კავშირს ჰქონდა მხატვრული კინემატოგრაფიის, თეორიისა და კრიტიკის, სამეცნიერო-პოპულარული, დოკუმენტური, სატელევიზიო, მულტიპლიკაციური, ახალგაზრდა კინემატოგრაფისტთა, კინოტექნიკოსთა, კინომოყვარულთა, სამატვრო-საშეფო და სასწავლო სექციები. 1979 წლამდე მასში გაერთიანებული იყო 300-მდე წევრი.
უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანოარესპუბლიკური ყრილობა, აღმასრულებელი ორგანო - გამგეობა.
ჩატარდა შემდეგი ყრილობები:
- 1963 წელს
- 1968 წელს
- 1970 წელს
- 1971 წელს
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. საქართველოს სსრ, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1981. — გვ. 345.