შინაარსზე გადასვლა

სამხრეთი ორკნეის კუნძულები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
17:29, 10 ოქტომბერი 2017-ის ვერსია, imported>AbandonerBot (clean up, replaced: ჯეიმს → ჯეიმზ using AWB)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
სამხრეთი ორკნეის კუნძულები
ესკიზის შექმნის შეცდომა:
სამხრეთი ორკნეის კუნძულების რუკა
გეოგრაფია
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მდებარეობა ანტარქტიდა
კოორდინატები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
კუნძულთა რაოდენობა 8
მთავარი კუნძული კორონეიშენის კუნძული
ფართობი 622 კმ²
უმაღლესი წერტილი 1266 მ
დემოგრაფია
მოსახლეობა 0 (2014)

სამხრეთი ორკნეის კუნძულები (ინგლ. South Orkney Islands) — კუნძულთა ჯგუფი ატლანტის ოკეანის სამხრეთ ნაწილში (ანუ სამხრეთის ოკეანეში).

გეოგრაფია და კლიმატი

კუნძულები მდებარეობს სამხრეთის ოკეანის სამხრეთის გრძედის 60°30' და 60°83', დასავლეთის განედის 44°25' და 46°25' შორის.

არქიპელაგი შედგება ოთხი ძირითადი კუნძულისაგან, რომელთაგან ყველაზე დიდია კორონეიშენის კუნძული; მისი ყველაზე მაღალი წერტილი ზღვის დონიდან არის ნივეას მთა (Mount Nivea) და აღწევს 1266 მეტრ სიმაღლეს. ყველაზე აღმოსავლეთით მდებარე კუნძულია — ლორის კუნძული (Laurie Island). კიდევ უფრო პატარებია პაუელის (Powell Island) და საინის (Signy Island) კუნძულები, ასევე რამდენიმე ძალიან პატარა კუნძულები დასახელებით სედლის კუნძულები (Saddle Islands). კუნძულების საერთო ფართობია — 622 კმ², რომელთა დიდი ნაწილი ყინულითაა დაფარული.

მიუღწევლობის კუნძულები მდებარეობენ დაახლოებით 15 საზღვაო მილით დასავლეთით და ზოგჯერ ასევე ითვლება სამხრეთი ორკნეის კუნძულების ნაწილად.

კუნძულები

კუნძული (ქართ.) კუნძული (ინგლ.) ფართობი,
კმ²
უმაღლესი წერტილი,
м
კოორდინატები
1 კორონეიშენის კუნძული Coronation Island 457 1266 Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
2 ლორის კუნძული Laurie Island 86 940 Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
3 საინის კუნძული Signy Island 19 281 Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
4 პაუელის კუნძული Powell Island 20 620 Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
5 აკუნიას კუნძული Acuna Island Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
6 ლარსენის კუნძულები Larsen Islands Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
7 რობერტსონის კუნძულები Robertson Islands Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
8 მიუღწევლობის კუნძულები Inaccessible Islands 215 Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

კლიმატი

სამხრეთი ორკნეის კუნძულების კლიმატი ცივი, ნოტიო და ქარიანია. ზამთრის საშუალო ტემპერატურაა (ანუ ივლისის) — −10 °C, ზაფხულის საშუალო ტემპერატურაა — დაახლოებით 0 °C. მაქსიმალურმა მნიშვნელობამ შეიძლება შესაბამისად მიაღწიოს −44 °C-ს და +12 °C-ს.

ისტორია

სამხრეთი ორკნეის კუნძულები 1821 წელს ორმა სელაპებზე მონადირემ აღმოაჩინა — ნათანიელ პალმერმა და ჯორჯ პაუელმა. თავიდან კუნძულებს სახელად დაარქვეს პაუელის არქიპელაგი, ხოლო ყველაზე დიდ კუნძულს — კორონაციის კუნძული, რადგანაც აღმოჩენა მოხდა მეფე ჯორჯ IV-ის კორონაციის წელს. 1823 წელს კუნძულებს ესტუმრა ჯეიმზ უედელი, რომელმაც არქიპელაგს დაარქვა მისი თანამედროვე სახელი (შოტლანდიის კუთვნილი ორკნეის კუნძულების პატივსაცემად) და ზოგ კუნძულს სახელი გადაარქვა. სამხრეთი ორკნეის კუნძულები მდებარეობს სამხრეთ ნახევარსფეროს თითქმის იმავე განედზე, როგორზეც ორკნეის კუნძულები ჩრდილოეთ ნახევარსფეროში (შესაბამისად 60 ° ს. გ. და 59 ° ჩ. გ.), თუმცა არაა ცნობილი, ითამაშა თუ არა ამან როლი კუნძულების სახელის დარქმევაში[1].

შემდგომში კუნძულებზე ხშირად სტუმრობდნენ სელაპებზე და ვეშაპებზე მონადირეები, მაგრამ 1903 წლის უილიამ სპირს ბრიუსის ექსპედიციამდე, რომელმაც გამოიზამთრა ლორის კუნძულზე (Laurie), არ ჩატარებულა არანაირი კვლევები. ბრიუსმა გამოიკვლია კუნძულები და ორგანიზება გაუკეთა მეტეოროლოგიურ სადგურს, რომელიც გადავიდა არგენტინის მეტეოროლოგების საკუთრებაში, როდესაც მან დატოვა კუნძულები 1904 წელს. ეს სადგური მოქმედებს დღემდე და უძველესია ანტარქტიდაში არსებულ მუდმივად დასახლებულ პოლარულ სადგურებს შორის.

1908 წელს დიდმა ბრიტანეთმა ფოლკლენდის კუნძულების სამხრეთით მდებარე მთელ ანტარქტიკულ ტერიტორიებზე, სამხრეთი ორკნეის კუნძულების ჩათვლით, ცალმხრივად გამოაცხადა თავისი სუვერენიტეტი. საინის კუნძულზე (Signy Island) დაარსდა ბიოლოგიური საკვლევი სადგური.

1961 წლამდე კუნძულებზე პრეტენზიას აცხადებდნენ არგენტინა და დიდი ბრიტანეთი, როგორც ფოლკლენდის კუნძულებიის შემადგენელ ნაწილზე. 1959 წელს ანტარქტიდის შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ კუნძულების კუთვნილობის საკითხი გაიყინა, და ისინი შეიძლება გამოიყენოს სამხედრო მიზნებისათვის გამოუყენებლობის შეთანხმებაზე ხელმომწერმა ნებისმიერმა სახელმწიფომ.

დიდი ბრიტანეთი დღემდე პრეტენზიას აცხადებს კუნძულებზე, როგორც ბრიტანეთის ანტარქტიდული ტერიტორიის შემადგენელ ნაწილზე, არგენტინა კი კუნძულებს თვლის არგენტინის ანტარქტიკის ნაწილად. დიდ ბრიტანეთსაც და არგენტინასაც კუნძულებზე აქვთ საკუთარი პოლარული სადგურები.

პოლარული სადგურები

სქოლიო

  1. William James Mills, Exploring polar frontiers: a historical encyclopedia, ABC-CLIO, Inc, 2003. — P. 622-623, 844 p, ISBN 1-57607-422-6Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted