შინაარსზე გადასვლა

იბრაჰიმ აფშარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
20:03, 22 თებერვალი 2019-ის ვერსია, imported>Actia Nicopolis ((GR) File renamed: File:Ebrahim Shah.jpgFile:Coin of Ebrahim Shah, struck at the Qazvin mint.jpg Criterion 6 (maintenance or bug fix) · More detailed)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
ფაილი:Coin of Ebrahim Shah, struck at the Qazvin mint.jpg
იბრაჰიმ აფშარის მონეტა

იბრაჰიმ მირზა ან იბრაჰიმ აფშარი, (სპარს. ابراهیم‌شاه, გ. 1749) — ირანის შაჰი 2 თვის განმავლობაში, 1748 წელს. აფშარიდების მესამე წარმომადგენელი, ადილ-შაჰის ძმა და ნადირ-შაჰის ძმისშვილი, ტახტზე ავიდა ძმის ჩამოგდების შემდეგ.

მისი მმართველობა მხოლოდ ორი თვის განმავლობაში გაგრძელდა. აფშარიდების იმპერიის დამაარსებლის, ნადირ-შაჰის შვილიშვილმა, შაჰ რუჰ აფშარმა, იგი ტახტიდან ჩამოაგდო და თავად გახდა ირანის შაჰი და აფშარიდების ბოლო წარმომადგენელი.

რესურსები ინტერნეტში