შინაარსზე გადასვლა

თარგი:დღის სტატია:06-30

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
21:38, 26 ივნისი 2015-ის ვერსია, imported>David1010 (დაცულია „თარგი:დღის სტატია:06-30“ ([რედაქტირება=ხელმისაწვდომია მხოლოდ ავტომატურად დადასტურებუ...)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
ტუნგუსკის მეტეორიტი
ტუნგუსკის მეტეორიტი

ტუნგუსკის მეტეორიტი (რუს. Тунгусский метеорит) — უნიკალური ბუნებრივი მოვლენა, რომელიც მოხდა 1908 წლის 30 ივნისს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე, მდინარე პოდკამენაია-ტუნგუსკის აუზში (კრასნოიარსკის მხარე, რუსეთი). იგი მოგვაგონებდა მოვლენებს, რომლებიც თან სდევს მეტეორიტების ჩამოვარდნას, ოღონდ გამოირჩეოდა უზარმაზარი მასშტაბებით. ამ დღეს აღმოსავლეთ ციმბირის უზარმაზარ ტერიტორიაზე 800 კმ-მდე რადიუსის მანძილზე მრავალმა ადამიანმა შენიშნა თვალისმომჭრელი სიკაშკაშის ბოლიდი.