შინაარსზე გადასვლა

დიდვაკის ნასოფლარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
19:28, 7 მაისი 2024-ის ვერსია, imported>Kober
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

დიდვაკის ნასოფლარიარქეოლოგიური ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩინთის ჩრდილო-აღმოსავლეთით 4 კმ-ში, მდინარე ფშავის არაგვის მარცხენა ნაპირზე, მაღალი მთის თხემზე. განეკუთვნება შუა საუკუნეებს. ნასოფლარზე გამოვლინდა ათიოდე საცხოვრებელი კომპლექსის, კოშკისა და ეკლესიის ნანგრევები. შენობები ნაგებია ნატეხი ქვითა და კირის ხსნარით. ნაგებობათა უმეტესობის გეგმა არ იკითხება. გადმოცემის თანახმად, ეს სოფელი ყელის (თამარის) ციხეს ეკუთვნოდა და მის მომარაგებასა და დაცვას ემსახურებოდა. აქედან ნაგზაური ახლაც ჩადის ამ ციხესთან, რომელიც ჟინვალის ნაქალაქარის აღმოსავლეთით, მაღალ კლდოვან კონცხზე დგას.

ლიტერატურა