შინაარსზე გადასვლა

თარგი:დღის სტატია:03-4

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
17:11, 5 მარტი 2016-ის ვერსია, imported>Otogi (დაცულია გვერდი „თარგი:დღის სტატია:03-4“ ([რედაქტირება=ხელმისაწვდომია მხოლოდ ავტომატურად დადას...)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
ფაილი:ორიონის ნისლეული.jpg

ორიონის ნისლეული (ასევე მოიხსენიებენ, როგორც მესიე 42, M42 და NGC 1976) — გაფანტული ნისლეული, რომელიც „ორიონის სარტყელში“ მდებარეობს, ეს უკანასკნელი კი ორიონის თანავარსკვლავედშია მოთავსებული. ის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ნისლეულია და შეუიარაღებელი თვალითაც კარგად მოჩანს ღამის ცაზე. M42 მდებარეობს დედამიწიდან 1344 ± 20 სინათლის წლის მოშორებით. ეს ნისლეული დედამიწასთან ყველაზე ახლოს მდებარე ვარსკვლავთწარმომქმნელი პროცესების რეგიონია. მეცნიერების შეფასებით, მისი დიამეტრი 24 სინათლის წელია. ორიონის ნისლეულის მასა მზისას 2000-ჯერ აჭარბებს. ძველ ტექსტებში ის გვხვდება როგორც „დიდებული ნისლეული ორიონში“ ან „ორიონის დიდებული ნისლეული.“