შინაარსზე გადასვლა

ამადუ-მაჰთარ მ’ბოუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
19:21, 11 ოქტომბერი 2024-ის ვერსია, imported>გიო ოქრო (// რედაქტირება Wikiplus-ით)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
ამადუ-მაჰთარ მ’ბოუ
ესკიზის შექმნის შეცდომა:
იუნესკოს გენერალური დირექტორი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1974 – 1987
წინამორბედირენე მაიო
მემკვიდრეფედერიკო მაიორ სარაგოსა

დაბადებული20 მარტი, 1921
დაკარი, საფრანგეთის დასავლეთი აფრიკა
გარდაცვლილი24 სექტემბერი, 2024 (103 წლის)
დაკარი, სენეგალი
მოქალაქეობასენეგალის დროშა სენეგალი
განათლებასორბონის უნივერსიტეტი

ამადუ-მაჰთარ მ’ბოუ (დ. 20 მარტი, 1921, დაკარი — გ. 24 სექტემბერი, 2024, იქვე) — სენეგალელი პოლიტიკოსი. იუნესკოს გენერალური დირექტორი 1974-1987 წლებში.

ბიოგრაფია

დაიბადა დაკარში. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში, როგორც ფრანგული არმიის მოხალისე. 1951 წელს დაამთავრა სორბონის უნივერსიტეტი. მუშაობდა სენეგალში ისტორიისა და გეოგრაფიის მასწავლებლად, შემდეგ დაწყებითი განათლების დეპარტამენტის დირექტორად (1952-1957) და კოლონიის განათლებისა და კულტურის მინისტრად (1957-1958).

ქვეყნის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ გახდა განათლების (1966-1968), ხოლო შემდეგ კულტურის (1968-1970) მინისტრი.

1953 წლიდან თანამშრომლობს იუნესკოსთან. იყო იუნესკოში სენეგალის დელეგაციის ხელმძღვანელი. ორჯერ ზედიზედ (1974 და 1980) აირჩიეს იუნესკოს გენერალურ მდივნად. დღევანდელ დღემდე არის ერთადერთი აფრიკელი, რომელიც ამ თანამდებობაზე მუშაობდა.

ამადუ-მაჰთარ მ’ბოუ არის ბელგრადის უნივერსიტეტის (1980) კოლუმბიის კაუკის უნივერსიტეტის (1987) და რიგი სხვა უნივერსიტეტების საპატიო დოქტორი. საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი (2011).

რესურსები ინტერნეტში