შინაარსზე გადასვლა

კიოტირო მაცურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
17:31, 13 დეკემბერი 2022-ის ვერსია, imported>გიო ოქრო (არაქართული)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
კიოტირო მაცურა
ესკიზის შექმნის შეცდომა:
იუნესკოს გენერალური დირექტორი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1999 – 2009
წინამორბედიფედერიკო მაიორ სარაგოსა
მემკვიდრეირინა ბოკოვა

დაბადებული29 სექტემბერი, 1937
ტოკიო, იაპონია
მოქალაქეობაიაპონიის დროშა იაპონია
განათლებატოკიოს უნივერსიტეტი
პროფესიადიპლომატი
ხელმოწერა

კიოტირო მაცურა (იაპონ. 松浦 晃一郎; დ. 29 სექტემბერი, 1937, ტოკიო, იაპონია) — იაპონელი პოლიტიკოსი და დიპლომატი. იუნესკოს გენერალური დირექტორი 1999-2009 წლებში.

ბიოგრაფია

დაიბადა 1937 წელს. 1959 წელს დაამთავრა ტოკიოს უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, ხოლო 1961 წელს აშშ-ის ჰეივერფორდის ეკონომიკური კოლეჯი. 1992-1994 წლებში იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. მუშაობდა დიპლომატად. 1994-1999 წლებში იყო იაპონიის ელჩი საფრანგეთში, ანდორასა და ჯიბუტში.

1999 წლის 20 ოქტომბერს აირჩიეს იუნესკოს გენერალურ დირექტორად. 15 ნოემბერს გახდა იუნესკოს მე-9 გენერალური დირექტორი და აზიის პირველი წარმომადგენელი ამ თანამდებობაზე. 2005 წლის 12 ოქტომბერს მეორე ვადით აირჩიეს გენერალურ დირექტორად. 2008 წლიდან არის რუსეთის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი[1].

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Глава ЮНЕСКО стал почетным доктором РУДН. // vz.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-05. ციტირების თარიღი: 2012-4-5.

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted