მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
08:56, 19 ოქტომბერი 2022-ის ვერსია, imported>Matsievsky
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
ვოსხოდის გაფრენის საიუბილეო მარკა
ძვ. წ. 539 : სპარსეთის მეფე კიროს II დიდის არმია ბაბილონს იღებს.
1492 : ქრისტეფორე კოლუმბი კარიბებს აღწევს. მისი ვარაუდით იგი აღმოსავლეთ აზიაში ჩავიდა.
1810 : პირველი ოქტობერფესტი გაიმართა ბავარიაში უფლისწული ლუდვიგ I ბავარიელის ქორწინების აღსანიშნავად.
1960 : ცივი ომი : ნიკიტა ხრუშჩოვი გაეროს გენერალური ასამბლეის შეხვედრაზე გამომსვლელთა მაგიდას ფეხსაცმელს ურტყამს საბჭოთა კავშირის კოლონიალური პოლიტიკის კრიტიკის პროტესტის ნიშნად.
1964 : სსრკ ორბიტაზე ვოსხოდ 1 -ს უშვებს — პირველი კოსმოსური ხომალდი რამდენიმე ადამიანით ბორტზე და პირველი გაფრენა კოსმოსური სკაფანდრების გარეშე (საიუბილეო საფოსტო მარკა სურათზე) .
1970 : ვიეტნამის ომი : აშშ -ის პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი ვიეტნამიდან ჯარის გამოყვანის შესახებ აცხადებს.
1999 : დედამიწის მოსახლეობამ 6 მილიარდს მიაღწია.