ენგელსის პიკი
ენგელსის პიკი | |
---|---|
![]() ენგელსის პიკი | |
კოორდინატები: თარგი:Nobr | |
ქვეყანა | ![]() |
სიმაღლე | 6510 მ |
ქედი | შაჰდარის ქედი |
პირველი ასვლა | 1954 |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ენგელსის პიკი — მწვერვალი ტაჯიკეთში, მთიანი ბადახშანის ავტონომიურ ოლქში. მდებარეობს პამირის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, შაჰდარის ქედზე. სიმაღლე 6510 მ.[1] უმეტესწილად აგებულია გნაისებითა და კრისტალური ფიქლებით.[2] პიკის რაიონში, შაჰდარის ქედის ჩრდილო და სამხრეთ კალთების თხემზე არის მყინვარები. პიკის ჩრდილო საფუძველთან ნასპარის მყინვარია, ხოლო სამხრეთ საფუძველთან მყინვარი კიშტიჯარობი. მწვერვალის თავდაპირველი სახელწოდება იყო იმპერატრიცა მარიას პიკი, რომელიც მწვერვალს XIX საუკუნის ბოლოს ეწოდა იმპერატორ ალექსანდრე III-ის მეუღლის — მარიას (1847-1928) პატივსაცემად. საბჭოთა დროს მწვერვალს გადაარქვეს სახელი და მარქსიზმის ერთ-ერთი ფუძემდებლის — ფრიდრიხ ენგელსის პატივსაცემად უწოდეს ენგელსის პიკი. მწვერვალი პირველად დაიპყრო მთასვლელთა ჯგუფმა ქართველი ალპინისტის მაქსიმე გვარლიანის ხელმძღვანელობით 1954 წელს.[3]
სქოლიო
- ↑ ენგელსის პიკი — ზოგადი ინფორმაცია Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted (ინგლისური)
- ↑ ენგელსის პიკი — დიდი საბჭოთა ენციკლოპედია (რუსული)
- ↑ ტიან-შანისა და პამირის ექვსიათასიანი და შვიდიათასიანი მწვერვალები (ინგლისური)
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted