შინაარსზე გადასვლა

კრისტალ პალასი (საფეხბურთო კლუბი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
15:02, 28 ივნისი 2024-ის ვერსია, imported>Makenzis
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
კრისტალ პალასი
ფაილი:საფეხბურთო კლუბ კრისტალ პალასის ლოგო.svg
სრული სახელი Crystal Palace Football Club
მეტსახელი არწივები (ინგლ. The Eagles)
მეშუშეები (ინგლ. The Glaziers)
დაარსდა 10 სექტემბერი, 1905
სტადიონი სელჰერსთ პარკი
ლონდონი, ინგლისი
(ტევადობა: 25,456 მაყურებელი)
პრეზიდენტი ინგლისის დროშა სტივ პერიში
მწვრთნელი ინგლისის დროშა სემ ელერდაისი
კაპიტანი ინგლისის დროშა ჯეისონ პანჩონი
ლიგა პრემიერლიგა
2023-24 მე-10 ადგილი
საიტი ოფიციალური საიტი

საფეხბურთო კლუბი „კრისტალ პალასი“ (ინგლ. Crystal Palace Football Club) — ინგლისური საფეხბურთო კლუბი. დაარსდა სამხრეთ ნორვუდში, ლონდონი. ასპარეზობს ინგლისის პრემიერლიგაში. „კრისტალ პალასი“ იყო ერთ-ერთი პრემიერლიგის დამაარსებელ კლუბებს შორის.

კლუბი დაარსდა 1905 წელს, ცნობილ კრისტალის სასახლეში, ასოციაციის თასის ფინალის სტადიონის (ასოციაციის თასის ფინალი ამ სტადიონზე იმართებოდა 1895-1914 წლებში) მფლობელების მიერ, რომელიც მდებარეობდა ისტორიული სასახლის ფარგლებში. ამ სტადიონზე კლუბი 1915 წლამდე მართავდა საშინაო მატჩებს, შემდეგ პირველი მსოფლიო ომის გამო საშინაო არენის შეცვლა მოუწია. 1924 წლიდან „კრისტალ პალასის“ საშინაო არენა სელჰერსთ პარკია.

„კრისტალ პალასი“ ასოციაციის თასის ფინალისტი იყო ორჯერ, 1990 და 2016 წლებში, ორივე შემთხვევაში „მანჩესტერ იუნაიტედთან“ დამარცხდა. კლუბის საუკეთესო სეზონი იყო 1990-91 წლების, როდესაც „პალასმა“ ინგლისის უმაღლეს ლიგაში დაიკავა მე-3 ადგილი, „არსენალისა“ და „ლივერპულის“ შემდეგ. კლუბმა ვერ შეძლო ევროტურნირებზე გამოსვლა, ეიზელის სტადიონის კატასტროფის შედეგად უეფა-ს მიერ ინგლისურ კლუბებზე დაწესებული შეზღუდვების გამო.

1991 წელს „კრისტალ პალასმა“ მოიპოვა სრული შემადგენლობის თასი, უემბლიზე, ფინალში დაამარცხა „ევერტონი“. „პალასი“ 2-ჯერ გახდა ინგლისის დონით მეორე ჩემპიონატის გამარჯვებული და გახდა კლუბი, რომელმაც ყველაზე მეტი გამარჯვება მოიპოვა უმაღლეს ლიგაში აღსაზევებელ პლეი-ოფებში, 4-ჯერ გაიმარჯვა ფინალში.

1973 წელს, კლუბმა შეიცვალა ზედმეტსახელი და „მეშუშეების“ მაგივრად ეწოდა „არწივები“. ასევე კლუბის სიმბოლო გახდა წითელი და ლურჯი ვერტიკალური ზოლები. მანამდე „პალასი“ თამაშობდა კლარეტი და ლურჯი ფერებით. „კრისტალ პალასს“ აქვს მტრობა „ბრაიტ ენდ ჰოუვ ალბიონთან“, მათ დაპირისპირებას მ23 დერბი ეწოდება. ასევე თანამოქალაქე სამხრეთ ლონდონის კლუბებთან, „მილუოლთან“ და „ჩარლტონ ატლეტიკთან“.

შემადგენლობა

<templatestyles src="Template:Football squad player/styles.css" /> შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.

პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
1 მეკარე თარგი:Fba/core ხულიან სპერონი
2 მცველი თარგი:Fba/core ჯოელ უორდი
3 მცველი თარგი:Fba/core პატრიკ ვან ანჰოლტი
4 ნახევარმცველი თარგი:Fba/core მატიე ფლამინი
5 მცველი თარგი:Fba/core ჯეიმზ ტომკინსი
6 მცველი თარგი:Fba/core სკოტ დანი
7 ნახევარმცველი თარგი:Fba/core იოან კაბაი
8 თავდამსხმელი თარგი:Fba/core ლოიკ რემი
9 თავდამსხმელი თარგი:Fba/core ფრეიზერ კემპბელი
10 ნახევარმცველი თარგი:Fba/core ანდროს ტაუნსენდი
11 თავდამსხმელი თარგი:Fba/core ვილფრიდ ზაა
12 მცველი თარგი:Fba/core მამადუ სახო
13 მეკარე თარგი:Fba/core უეინ ჰენესი
14 ნახევარმცველი თარგი:Fba/core ლი ჩონ იონი
15 თავდამსხმელი თარგი:Fba/core ჯონათან ბენტეკე
პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
16 ნახევარმცველი თარგი:Fba/core ჯო ლედლი
17 თავდამსხმელი თარგი:Fba/core კრისტიან ბენტეკე
18 ნახევარმცველი თარგი:Fba/core ჯეიმზ მაკარტური
19 მცველი თარგი:Fba/core ზეკი ფრაიერსი
21 თავდამსხმელი თარგი:Fba/core კონორ უიკემი
23 მცველი თარგი:Fba/core პაპ სუარე
25 ნახევარმცველი თარგი:Fba/core სულაი კაიკაი
26 ნახევარმცველი თარგი:Fba/core ბაკარი საკო
27 მცველი თარგი:Fba/core დაიმიენ დილაინი
28 ნახევარმცველი თარგი:Fba/core ლუკა მილივოევიჩი
30 მეკარე თარგი:Fba/core სტივ მადანდა
31 მცველი თარგი:Fba/core ჯეფრი შლუპი
34 მცველი თარგი:Fba/core მარტინ კელი
42 ნახევარმცველი თარგი:Fba/core ჯეისონ პანჩონი (კაპიტანი)

რესურსები ინტერნეტში