ნიმბა
ნიმბა | |
---|---|
ესკიზის შექმნის შეცდომა: ბალახი ნიმბას მთის მწვერვალზე | |
კოორდინატები: თარგი:Nobr | |
ქვეყანა | კოტ-დ’ივუარის დროშა კოტ-დ’ივუარი გვინეის დროშა გვინეა |
სიმაღლე | 1752 მ |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ნიმბა (ფრანგ. Mont Nimba, რიშარ მოლარის მთა) — მთა კოტ-დ’ივუარის და გვინეის სახელმწიფო საზღვარზე დასავლეთ აფრიკაში. ყველაზე უფრო მაღალი წერტილი ორივე ქვეყანაში, რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან შეადგენს 1752 მეტრს. მთა გვინეის მთიანეთის შემადგენელი ნაწილია, რომელიც ყოფს სახელმწიფო საზღვრებს ამ ორ ქვეყანასა და ასევე ლიბერიას შორის. უახლოესი დასახლებული პუნქტებია ქალაქი იეკეპა ლიბერიის ჩრდილოეთში და ნ'ზოო გვინეის სამხრეთ-აღმოსავლეთში.[1]
ტოპონიმიკა
მთას სახელი დაერქვა ფრანგი გეოგრაფის ჟაკ რიშარ მოლარის პატივსაცემად, რომელიც დაიღუპა მთის კალთაზე 1951 წელს.[2] მანამდე მას სახელად ერქვა ნუონის მთა.[3]
გეოლოგია
მთა მდიდარია რკინის მადნით და კობალტით. რკინის კვარციტების ფურცლების, ფიქალის და გრანიტული გნაისების ნარევი ხელს უწყობს გეოლოგიური ნიადაგის წარმოქმნას.
კონსერვაცია
ნიმბას მთაზე მდებარეობს ნიმბას მთის ნაკრძალი, რომელიც დღეისათვის მოიცავს 17 540 ჰა-ს.
დაცული ტერიტორიები
რეგიონის ბიომრავალფეროვნებისათვის მთის დიდი მნიშვნელობა მტკიცდება იმითაც, რომ 1980 წლიდან ნიმბას მთის ნაკრძალის გვინეის ნაწილი შეყვანილია ბიოსფერული რეზერვატების მსოფლიო ქსელში, ხოლო 1981 წელს მთა გვინეის და კოტ-დ’ივუარის ტერიტორიაზე შეიყვანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტების სიაში.[4]
მთაზე და მის ახლო შემოგარენში არ არსებობს ადამიანების დასახლებები, მაგრამ უშუალოდ მთის ძირში მდებარეობს დაახლოებით 10 დასახლება.[5].
სქოლიო
- ↑ Colombant, Nico (30 January 2008)."Villagers Resist Environmentalists Around Guinea's Mount Nimba". Voice of America.
- ↑ Westermann, Diedrich; Smith, Edwin William; Forde, Cyril Daryll (1951). Africa. Oxford University Press. p. 335.
- ↑ (1969) West Africa. London: Methuen. ISBN 0-416-26900-1Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.
- ↑ Mount Nimba Strict Nature Reserve. იუნესკო. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-03. ციტირების თარიღი: 2010-10-30.
- ↑ Monts Nimba. BirdLife International. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-03. ციტირების თარიღი: 2010-10-30.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted