თბილისის კონტრტერორისტული სპეცოპერაცია (2017)
იერსახე
თბილისის კონტრტერორისტული სპეცოპერაცია (2017) — საქართველოში, კერძოდ თბილისში ჩატარებული სპეცოპერაცია, რომლის მთავარი მიზანი უკანონოდ შეიარაღებული დაჯგუფების განეიტრალება იყო. სპეცოპერაცია 17 საათი გაგრძელდა.
სპეცოპერაციის მიმდინარებისას დააკავეს ერთი ადამიანი, სამი ტერორისტი მოკლეს. საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში დადასტურდა „ისლამური სახელმწიფოს“ ჩეჩენი ლიდერის, აჰმედ ჩატაევის სიკვდილი. გავრცელებული ვერსიით, მან სპეცოპერაციის მსვლელობისას თავი აიფეთქა.
სამართალდამცველებსა და ტერორიზმში ეჭვმიტანილებს შორის შეტაკებისას ერთი სპეცრაზმელი, ვანო გოლოშვილი დაიღუპა. ოთხი სამართალდამცველი დაიჭრა.[1] [2]
სქოლიო
- ↑ ცნობილია, ვინ დააკავეს და ვინ მოკლეს გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-09-07. ციტირების თარიღი: 2018-02-11.
- ↑ თურქული პრესა თბილისში ჩატაევის მოკვლის შესახებ წერს.[მკვდარი ბმული]
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted