შინაარსზე გადასვლა

საულოხთიყაუს პირველი კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
08:45, 17 თებერვალი 2018-ის ვერსია, imported>Nika chareqishvili (ახალი გვერდი: '''საულოხთიყაუს პირველი კოშკი''' — არქიტექტურული ძეგლი, საფორ...)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

საულოხთიყაუს პირველი კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა ჯავის მუნიციპალიტეტის სოფელ საულოხთიყაუში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

ფლეთილი ქვით ნაგები კოშკი გეგმით ოთხკუთხაა. ჩრდილოეთი კედელი შემორჩენილია ექვსი სართულის დონეზე. დანარჩენი კედლები მთლიანად დანგრეულია. აქა-იქ შეინიშნება დუღაბის კვალი. პირველი სართული ამოვსებულია ჩამოცვენილი ქვით. ყველა სართულზე დატანილია სათოფურები.

ლიტერატურა

  • შიდა ქართლი, ჯავის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. III, თბ., 2004