შინაარსზე გადასვლა

ჩაფარუხის ზურგიანი კოშკის ნანგრევები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
13:22, 20 ივლისი 2018-ის ვერსია, imported>Gobrona
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

ჩაფარუხის ზურგიანი კოშკის ნანგრევები — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაფარუხში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში. სოფლის მიდამოებში შემორჩენილი კოშკი ნაგებია სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვით.

გეგმით კვადრატს უახლოვდება, რომელსაც ჩრდილოეთით ზურგი აქვს. კოშკი მთლიანად ამოვსებულია მიწით და ქვით, ამდენად ზუსტი აღწერა ჭირს. კოშკის სამხრეთ-აღმოსავლეთით შემორჩენილია ნასოფლარი. აქ მდებარე სათავსე-ბის ფრაგმენტები ფლეთილი ქვისაა.

ლიტერატურა

  • შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიხვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ. 220