შინაარსზე გადასვლა

თამარაშენის გრიგოლწმინდის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
18:17, 13 მაისი 2018-ის ვერსია, imported>Jaba1977 (მომხმარებელმა Jaba1977 გვერდი „თამარაშენის გრიგოლწმინდის ეკლესია'“ გადაიტანა გვერდზე „თამარაშენის გრიგოლწმინდის ეკლესია“)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

თამარაშენის გრიგოლწმინდის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ქურთის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარაშენში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში. სოფლის სამხრეთით 2 კმ-ზე მთაზე, სასაფლაოსთან მდებარე ეკლესია

ნაგებია რიყის და ფლეთილი ქვით სქელ დუღაბზე. გეგმით სწორკუთხედს წარმო-ადგენს, აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდით. აღმოსავლეთი და დასავლეთი კედლები 3-4 მეტრის სიმაღლეზეა შემორჩენილი, ხოლო სამხრეთით სწორკუთხა ნიშაა. ჩრდილოეთით დევს ბუნის ქვა. შემორჩენილია აბსიდის სამხრეთი მხარის ქვედა ქვები. შესასვლელი სამხრეთიდანაა. მისი წირთხლები მორღვეულია.

ლიტერატურა

  • შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიხვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ., 120