შინაარსზე გადასვლა

გიორგი თუმანიშვილი (ინჟინერი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
11:53, 29 იანვარი 2019-ის ვერსია, imported>Zangala
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი გიორგი პავლეს ძე თუმანიშვილი (დ. 31 ოქტომბერი [ძვ. სტ. 19 ოქტომბერი], 1872 ― გ. 1937) — ქართველი ინჟინერი, რკინიგზის მშენებელი. დაამთავრა პეტერბურგის მიმოსვლის გზათა ინჟინრების ინსტიტუტი (1886). მუშაობდა თბილისი-ერევნის რკინიგზის ხაზის მშენებლობაზე (1896–1899), იყო ამ ხაზის საექსპლუატაციო უბნის უფროსი (1899–1902), ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოს ინჟინერი (1906–1918), კახეთის რკინიგზის მშენებლობის მთავარი ინჟინრის მოადგილე (1912–1915), შემდგომ კი ამ გზის მმართველი (1915–1918), საქართველოს გზატკეცილების სამმართველოს უფროსი (1918–1919), კახეთის რკინიგზის დირექტორი და ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოს კონსულტანტი (1919–1925), ნატანებ-ოზურგეთის რკინიგზის მშენებლობის მთავარი ინჟინერი (1922–1923), სენაკ-გაგრის რკინიგზის მშენებლობის მთავარი ინჟინერი (1925) და სხვა. 1934 წელს მიენიჭა შრომის გმირის საპატიო წოდება.

ლიტერატურა