შინაარსზე გადასვლა

თამელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
18:47, 15 ოქტომბერი 2019-ის ვერსია, imported>Zangala
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

თამელი (ლათ. Sorbus torminalis) — ტანმაღალი (25 ) ხე ან ბუჩქი ვარდისებრთა ოჯახისა. აქვს გრძელყუნწიანი მეტად ლამაზი ფოთლები და ფარისებრ ყვავილედში თავმოყრილი წვრილი თეთრი ყვავილები. ნაყოფი მურა ყვითელი ან წითელია, თეთრად დაწინწკლული, შემოდგომით თანდათანობით ლურჯდება; თავდაპირველად მაგარი და მწკლარტეა, ყინვის შემდეგ კი — წვნიანი და ტკბილი.

გავრცელებულია შუა ევროპაში, ჩრდილოეთ აფრიკაში (ალჟირი), სირიაში, ირანსა და მცირე აზიაში. გვხვდება უკრაინის დასავლეთ ნაწილში, ყირიმსა და კავკასიაში. საქართველოში არც ისე იშვიათია; იზრდება მუხნარში, რცხილნარსა და წაბლნარში ერთეულ ხედ ან ჯგუფებად, მთაში ზღვის დონიდან 1700 მ-მდე გვხვდება.

აქვს მაგარი და გამძლე მერქანი, რომელსაც სახარატო და საავეჯო წარმოებაში იყენებენ. კარგი თაფლოვანი და დეკორატიული მცენარეა.

ლიტერატურა

მოძიებულია „https://wiki.ge/w/index.php?title=თამელი&oldid=31420“-დან