შინაარსზე გადასვლა

ბრიგადენფიურერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
09:41, 7 აპრილი 2013-ის ვერსია, imported>Addbot (Bot: 25 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata-ზე, d:q155435)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
ესკიზის შექმნის შეცდომა:
ბრიგადენფიურერის ინსიგნია

ბრიგადენფიურერი (გერმ. Brigadeführer) — SS-ის და SA-ს სამხედრო რანგი 1932-1945 წლებში.

ფაილი:Bundesarchiv Bild 101III-Adendorf-122-28, Hermann Prieß.jpg
SS-ის ბრიგადენფიურერი ჰერმან პრისი

თავდაპირველად იგი გამოიყენებოდა SS-ის ბრიგადების მეთაურთათვის და შეესაბამებოდა გენერლის მეორე საოფიცრო რანგს ვერმახტში. SS-ის და ორდნუნგსპოლიცაის (Ordnungspolizei) ზრდასთან ერთად ბრიგადენფიურერის რანგი გაუტოლდა გენერალ-მაიორისას და ვერმახტის იერარქიაში პოლკოვნიკის წინ დადგა.

ბრიგადენფიურერის ინსიგნია თავდაპირველად იყო მუხის ორი ფოთოლი და ვერცხლის ოთხქიმიანი ვარსკვლავი. 1942 წელს, ობერსტგრუპენფიურერის რანგის შექმნის შემდგომ, მისი განმასხვავებელი ნიშანი გახდა მუხის სამი ფოთოლი. ბრიგადენფიურერები ატარებდნენ აგრეთვე გენერალმაიორის სამხრეებს და ამ რანგს ტიტულატურაშიც გამოიყენებდნენ. მაგალითად: „SS-ის ბრიგადენფიურერი და Waffen-SS-ის და პოლიციის გენერალმაიორი“ (გერმ. SS-Brigadenführer und Generalmajor der Waffen-SS und Polizei).