შინაარსზე გადასვლა

მოწინავე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
23:46, 4 ივლისი 2019-ის ვერსია, imported>MIKHEIL
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

მოწინავეხორბლის სელექციური ჯიში. შექმნილია საქართველოს სასელექციო სადგურში ჩრდილოეთ ოსეთის ჰიბრიდული ფონდიდან მასობრივი გადარჩევის გზით. რბილი ხორბლის სახესხვაობაა (ერითროსპერმუმი).

საშუალო-საადრეო და მაღალმოსავლიანია. აქვს სწორმდგომი ღერო. მარცვალი შეიცავს 12-14% ცილას. გამოირჩევა შეუნაცვლელი ამინმჟავის — ტრიფტოპანის გადიდებული შემცველობით და ჯიშთწარმოქმნის მაღალი უნარით.

ავადდება მტვრიანა გუდაფშუტით. გამძლეა ყვითელი და მურა ჟანგას, აგრეთვე მაგარი გუდაფშუტას მიმართ.

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

მოძიებულია „https://wiki.ge/w/index.php?title=მოწინავე&oldid=46425“-დან