შინაარსზე გადასვლა

სკოტის ნაპირი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
07:22, 18 აგვისტო 2024-ის ვერსია, imported>Surprizi (წაიშალა კატეგორია:ანტარქტიდის გეოგრაფია გაჯეტ HotCat-ით)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
სკოტის ნაპირი (ნაეინჯისფერი) როსის ტერიტორიაზე

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted სკოტის ნაპირი (ინგლ. Scott Coast) — ვიქტორიას მიწის (აღმოსავლეთი ანტარქტიდა) დასავლეთ სანაპიროს ნაწილი. სიგრძე 400 კმ. ესაზღვრება როსის ზღვა. დიდი ნაწილი უჭირავს პრინს-ალბერტის მთებს (2500 მ). სკოტის ნაპირი შემოსაზღვრულია შელფური და მთისპირა მყინვარებით. ადგილ-ადგილ თავისუფალია ყინულისაგან. სკოტის ნაპირზეა უდიდესი ოაზისი ვიქტორია, სადაც მდებარეობს ყინულით დაფარული ტბები, მათი წყლის ტემპერატურა ფსკერთან 20-25°C-ზე მეტია. სადგური ვანდა. სკოტის ნაპირს სახელი ეწოდა რობერტ სკოტის პატივსაცემად.

ლიტერატურა

  • Скотта Берег // Большая советская энциклопедия : [в 30 т.] / гл. ред. А. М. Прохоров. — 3-е изд. — М. : Советская энциклопедия, 1969—1978.

რესურსები ინტერნეტში