პორტალი:ახალი ამბები/2009 ოქტომბერი 16
იერსახე
თარგი:პორტალი:ახალი ამბები/დამთარიღებელი
- ურუგვაი გახდა პირველი სახელმწიფო მსოფლიოში, რომელმაც საჯარო სკოლების პირველკლასელებს საჩუქრად ნოუთბუქები გადასცა. (BBC)
- ბერლინში 70 წლიანი პაუზის შემდეგ ოფიციალურად გაიხსნა აღდგენილი ახალი მუზეუმი. (Deutsche Welle)
- პაკისტანის ქალაქ ფეშავარში 7 ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა მეჩეთის, პოლიციის განყოფილებისა და სამგზავრო ავტობუსის აფეთქების შედეგად. (BBC)
- ავსტრალიელმა პოპ-მომღერალმა კაილი მინოუგმა მონაწილეობას მიიღო ინდურ ფილმში "ლურჯი", რომელიც ბოლივუდის ყველაზე ძვირადღირებულ პროდუქციად მიიჩნევა. (The Times)
- გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც დაამტკიცა ანგარიში ღაზის ომის შესახებ. ანგარიშში ისრაელი და ჰამასი დადანაშაულებულია სამხედრო დანაშაულის ჩადენაში. (Jerusalem Post)
|}