უოლნატ სტრიტის თეატრი
უოლნატ სტრიტის თეატრი | |
---|---|
Walnut Street Theatre | |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
წინა სახელები | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ალტერნატიული სახელები | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ზოგადი ინფორმაცია | |
სტატუსი | მოქმედი |
არქიტექტურული სტილი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ქვეყანა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ქალაქი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
მდებარეობა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
მისამართი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
კოორდინატები | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
მფლობელი | Walnut Street Theatre Company |
დაიწყო | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
გაიხსნა | 1809 |
ზომები და ტექნიკური დეტალები | |
სიმაღლე | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ფართობი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ტევადობა | 1054 |
ლიფტები | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
არქიტექტორ(ებ)ი | უილიამ სტრიკლენდი |
სართულების რაოდება | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
საიტი | |
walnutstreettheatre.org |
უოლნატ სტრიტის თეატრი (ინგლ. The Walnut Street Theatre — თეატრი უოლნატის ქუჩაზე) — ყველაზე ძველი თეატრი აშშ-ში[1] და უძველესი უწყვეტად მოქმედი თეატრი ინგლისურენოვან სამყაროში; მდებარეობს ფილადელფიაში, პენსილვანია, #825 უოლნატ სტრიტზე. დაწესებულებას სამი სცენა აქვს: მთავარი — კომპანიის ძირითადი და დიდი წარმოდგენებისთვის, ინდიპენდენს-სტუდიო — შენობის მესამე სართულზე მცირე წარმოდგენებისთვის, და სტუდიო 5 — მეხუთე სართულზე, რომელიც გაქირავებულია დამოუკიდებელი წარმოდგენებისთვის.
ისტორია
უოლნატ სტრიტის თეატრი ააგო პეპინ და ბრესკარის ცირკმა — ფრანგული ტრუპა, რომელიც ამერიკაში ტურით მოგზაურობდა 1807-1815 წლებში. პეპინ და ბრესკარმა უამრავი სცენური ნაგებობა ააშენეს აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს გასწვრივ, სადაც მათი საცირკო წარმოდგენების პარალელურად კლასიკური ნაწარმოებები და საცხენოსნო დრამები იმართებოდა.[2] თეატრი დაფუძნდა 1809 წელს და სახელად „ახალი ცირკი“ დაერქვა. 1811 წელს არქიტექტორმა უილიამ სტრიკლენდმა დააპროექტა და ააგო სცენა და საორკესტრო ნიშა თეატრალური წარმოდგენებისთვის; შესაბამისად თეატრის სახელი შეიცვალა „ოლიმპიკ“-ით. დღევანდელი სახელით თეატრი 1828 წლიდან იწოდება.
უოლნატი პირველი თეატრი იყო, სადაც 1837 წელს გაზის საფეხურების განათება დამონტაჟდა. 1855 წელს ის ასევე პირველი თეატრი გახდა ჰაერის კონდიცირების სისტემით. 1892 წელს თეატრმა შანდლებსა და საფეხურების ელექტრო განათებაზე გადაინაცვლა. მას შემდეგ თეატრმა მრავალი რენოვაცია განიცადა.
პირველი თეატრალური წარმოდგენა ამ თეატრში იყო სპექტაკლი „The Rivals“ (მოპაექრეები) 1812 წელს (დამსწრეთა შორის იყვნენ პრეზიდენტი თომას ჯეფერსონი და მარკიზ დე ლაფაიეტი). 1865 წელს თეატრი შეისყიდეს ედვინ ბუზმა და ჯონ სლიპერ კლარკმა. 1941 წელს თეატრი შუბერტის ორგანიზაციის ნაწილი გახდა. ამ პერიოდში თეატრში იდგმებოდა ბროდვეიზე გასასვლელი შემდეგ კლასიკად გადაქცეული სადცელი სპექტაკლები, მათ შორის:
- „სურვილის ტრამვაი“ (A Streetcar Named Desire), მარლონ ბრანდოს შესრულებით (1947)
- „მისტერ რობერტსი“, ჰენრი ფონდას მონაწილეობით (1948)
- „გიგი“, ოდრი ჰეპბერნის მონაწილეობით (1951)
- "ანა ფრანკის ფერმა" (The Diary of Anne Frank), სიუზან სტრასბურგის მონაწილეობით
- „ქიშმიში მზეზე“ (A Raisin in the Sun), სიდნი პუატიეს მონაწილეობით (1959)
- „მამაკაცი ყველა სეზონისთვის“ (A Man For All Seasons), პოლ სკოფილდის მონაწილეობით (1961).
1964 წელს უოლნატის ქუჩის თეატრი ნაციონალური ისტორიული ლენდმარკი გახდა, 1969 წელს კი იგი საქველმოქმედო ორგანიზაციამ შეისყიდა და ახალ უოლნატ სტრიტ თეატრის კორპორაციად გარდაქმნა. 1976 წლის 23 სექტემბერს აქ მოეწყო პირველი საპრეზიდენტო დებატები ჯერალდ ფორდსა და ჯიმი კარტერს შორის. 1984 წელს ჩამოყალიბდა უოლანტ სტრიტ თეატრის სკოლა, რომელშიც ყოველწლიურად დაახ. 1200 სტუდენტია. სერია „ინდიპენდენს სტუდიო მესამეზე“ 1986 წლიდან შემოიღეს.
დღემდე კომპანია უშვებს ხუთ სპექტაკლს სეზონზე თეატრის მთავარ სცენაზე და ყველაზე მეტი რეგულარული მაყურებელის მქონე კომპანიად ითვლება მსოფლიოში.
ლიტერატურა
- Havard, Bernard and Sylvester, Mark D., Walnut Street Theatre. Charleston: Arcadia Publishing, 2008
- Teitelman, Edward, and Richard W. Longstreth, Architecture in Philadelphia: A Guide. Cambridge: MIT Press, 1974.
- Webster, Richard J., Philadelphia Preserved. Philadelphia: Temple University Press, 1976.
რესურსები ინტერნეტში
- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „უოლნატ სტრიტის თეატრი“ ვიკისაწყობში.
- ოფიციალური საიტი
- The 1849 book „A Hand-book for the Stranger in Philadelphia“
- თეტრის ვირტუალური ტური
- Walnut Street Theatre Online
- Listing and photographs — Historic American Buildings Survey
- Listing and photographs — ფილადელფიის არქიტექტურა და შენობა-ნაგებობები
- National Historic Landmark Listing Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted — National Park Service
- ExplorePAhistory.com
სქოლიო
- ↑ ExplorePAhistory.com
- ↑ Havard, Bernard and Sylvester, Mark D. Walnut Street Theatre. Charleston: Arcadia Publishing, 2008. p.9
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted