შინაარსზე გადასვლა

ორინოკო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
18:26, 5 ნოემბერი 2021-ის ვერსია, imported>გიო ოქრო (185.70.53.27-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა გიო ოქრო-ის მიერ რედაქტირებული ვერსია)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
ორინოკო
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ქვეყანა ვენესუელის დროშა ვენესუელა, კოლუმბიის დროშა კოლუმბია
სათავე ვენესუელა-ბრაზილიის საზღვარი,
სიგრძე 2140 კმ
აუზის ფართობი 880 000 კმ²
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
link=commons:Category:{{{Commons}}} [[commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|ორინოკო]] ვიკისაწყობში

ორინოკოსამხრეთ ამერიკის ერთ-ერთი უგრძესი მდინარე (სიგრძე 2140 კმ). მისი აუზის ფართობი 880 000 კმ²-ს შეადგენს, საიდანაც 76,3% ვენესუელის ტერიტორიაზე მდებარეობს, დანარჩენი კი კოლუმბიის. ორინოკო და მისი შენაკადები, ვენესუელის აღმოსავლეთ და შიდა რეგიონების მთავარ სატრანსპორტო სისტემას წარმოადგენს. მდინარე სათავეს იღებს ვენესუელა-ბრაზილიის საზღვარზე, კერო-დელგადო-ჩალბაუდის მთიდან, ზღვის დონიდან 1 047 მეტრზე. ეს სათავე მხოლოდ 1951 წელს იქნა აღმოჩენილი ვენესუელურ-ფრანგული ჯგუფის მიერ.

ორინოკოს შესართავი ატლანტის ოკეანესთან, მესამე მოგზაურობისას 1498 წელს, აღწერა ქრისტეფორე კოლუმბმა. 1800 წელს, მდინარის აუზს იკვლევდა ალექსანდერ ჰუმბოლდტი, რომელმაც შემდგომ აქაური ფლორისა და ფაუნის შესახებ სტატიები გამოაქვეყნა, სადაც იუწყებოდა ამ ტერიტორიაზე მდინარის ვარდისფერი დელფინების არსებობას.

ფაილი:Cuenca del Orinoco.png
ორინოკოს აუზი

რესურსები ინტერნეტში

მოძიებულია „https://wiki.ge/w/index.php?title=ორინოკო&oldid=93560“-დან