ბაჰრეინის საპროტესტო აქციები (2011)
იერსახე
ბაჰრეინის საპროტესტო აქციები | |
---|---|
ადგილმდებარეობა | ესკიზის შექმნის შეცდომა: ბაჰრეინი |
თარიღი | 14 თებერვალი, 2011 – მიმდინარე |
მახასიათებლები | დემონსტრაციები, ამბოხებები. |
გარდაცვლილი/ები | 10 |
დაჭრილი/ები | 380 |
ბაჰრეინის საპროტესტო აქციები – ანტისამთავრობო გამოსვლა ბაჰრეინში, დაიწყო 2011 წლის 14 თებერვალს.
გამოსვლების მიზეზად, რომელიც ეგვიპტეში გამართული დემონსტრაციებით არის ინსპირირებული, სახელდება უმუშევრობა და რელიგიური ნიშნით ადამიანის უფლებების დარღვევა. სამეფოს შიიტური უმრავლესობა დიდი ხანია უჩივის დისკრიმინაციას სუნიტური მონარქიის მიერ.[1] დემონსტრანტებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ, მათ შორის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, სამუშაო ადგილების შექმნა, სუნიტური უმცირესობის მიერ შიიტების დისკრიმინაციისთვის ბოლოს მოღება და ბაჰრეინის მთავრობის არჩევა ხალხის და არა მეფის მიერ.[2]
ქრონიკა
- 14 თებერვალი – დაიღუპა დემონსტრანტი[1]
- 15 თებერვალი – დაიღუპა კიდევ ეთი მოქალაქე[3]
- 16 თებერვალი – დაკრძალეს დემონსტრაციის დროს დაღუპულები. მანამაში კარვების ქალაქი გაიმართა.
- 17 თებერვალი – ხელისუფლებამ მთავარი მოედნის დემონსტრანტებისგან გაწმენდა დაიწყო. პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. ისმოდა აფეთქებების ხმას. დაიღუპა ორი მომიტინგე.[4] მანამის ცენტრალურ უბნებს ჯარი აკონტროლებს. აიკრძალა შეკრებები.[5]
- 18 თებერვალი – ათასობით ადამიანი დაესწრო საპროტესტო დემონსტრაციის დარბევის შედეგად დაღუპულთა დაკრძალვას. გნარისხებულ დემონსტრანტებს ხელთ ეპყრათ ბანერები და ანტისამთავრობო ლოზუნგებს გაჰყვიროდნენ.[6]
- 19 თებერვალი – ბაჰრეინის მეფემ ჰამად ბინ ისა ალ-ხალიფამ თავის უფროს ვაჟს, კრონპრინც სალმას სთხოვა ეროვნული დიალოგის წარმართვა „ყველა პარტიასთან“, რათა გადაიჭრას პოლიტიკური კრიზისი, რაზედაც ოპოზიციამ უარი განაცხადა.[7]
- 20 თებერვალი – ათასობით დემონსტრანტმა "მარგალიტის მოედანი" დაიკავა, რომელიც მანამის ცენტრში მდებარეობს. ბაჰრეინის პრინცმა ბრძანება გასცა მანამის ქუჩებიდან სამხედრო ტექნიკის გაყვანის შესახებ.[8]
- 22 თებერვალი – შიიტური ოპოზიციის ათი ათასობით მომხრე დედაქალაქ მანამის ქუჩებშია მთავრობის გადადგომას მოითხოვს. ჯერჯერობით ყველაზე მასშტაბური აქცია გაიმართა მიუხედავად მეფე ჰამად ბინ ისა ალ-ხალიფას მიერ გაცემული ბრძანებისა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების თაობაზე.[9]
- 28 თებერვალი – ბაჰრეინში დემონსტრანტებმა დაბლოკეს პარლამენტის ზედა პალატის შესასვლელი, რის შედეგადაც ის დროებით დაიხურა.[10]
რესურსები ინტერნეტში
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
სქოლიო
- ↑ 1.0 1.1 ბაჰრეინში ორი ადამიანი მოკლეს საპროტესტო აქციებისას
- ↑ ბაჰრეინში ზედიზედ მესამე დღეს შეიკრიბნენ საპროტესტო აქციებზე
- ↑ ბაჰრეინში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება
- ↑ ბაჰრეინში ანტისამთავრობო დემონსტრაციის დარბევას მსხვერპლი მოჰყვა
- ↑ ბაჰრეინში დედაქალაქს არმია აკონტროლებს, აქციები აიკრძალა
- ↑ ბაჰრეინში დაღუპულ დემონსტრანტებ გამოეთხოვენ
- ↑ ბაჰრეინის შიიტური ოპოზიცია დიალოგზე უარს ამბობს
- ↑ ბაჰრეინში საპროტესტო აქციები გრძელდება
- ↑ ბაჰრეინის მეფემ პოლიტპატიმრები გაათავისუფლა
- ↑ ბაჰრეინში დემონსტრანტებმა პარლამენტის შესასვლელი დაბლოკეს
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted