ალუბლის გემო
„ალუბლის გემო“ | |
---|---|
ფაილი:Tasteofcherryposter.jpg | |
დამდგმელი რეჟისორი | აბას კიაროსტამი |
პროდიუსერი | აბას კიაროსტამი |
სცენარის ავტორი | აბას კიაროსტამი |
როლებში | ჰომაიუნ ერშადი, აბდულჰუსეინ ბაგერი, აფშინ ბახთიარი |
ოპერატორი | ჰომაიუნ პაივარი |
დისტრიბუტორი | Zeitgeist Films |
გამოსვლის თარიღი | მაისი, 1997 |
ხანგრძლივობა | 95 წუთი |
ქვეყანა | ირანი |
ენა | სპარსული |
ალუბლის გემო (სპარს. طعم گيلاس) — აბას კიაროსტამის ფილმი. ფილმმა მიიღო ოქროს პალმის რტო.
სიუჟეტი
ირანელი, აღა ბადი თავისი ავტომობილით თეირანის ახლად მშენებარე გარეუბნების გარშემო დადის და ეძებს პირს, რომელიც ერთობ დელიკატურ სამსახურს გაუწევს მას საკმაო ანაზღაურების საფასურად. ბადის უკვე გათხრილი აქვს სამარე მთებში და მას სჭირდება ადამიანი, რომელიც მას მიწას მიაყრის, მას შემდეგ რაც იგი ძილის წამლის სასიკვდილო დოზას მიიღებს. ბადი ხვდება და ესაუბრება სხვადასხვა ჯურის ხალხს, მათ შორის არიან ახალგაზრდა ქურთი გლეხი, ჯარისკაცი, ავღანეთიდან ლტოლვილი, მედრესეში ღვთისმეტყველების სტუდენტი, მარტოხელა დარაჯი. თითოეული მათგანი უარს ამბობს მისთვის სამსახურის გაწევაზე, მიუხედავად იმისა რომ ანაზღაურება ძალიან მაღალია. მედრესეს სტუდენტი ბადის ეუბნება რომ „ალაჰმა მისცა ადამიანებს სხეული და ადამიანები ვალდებულები არიან პატივი სცენ ალაჰის ნაბოძებს". ერთი მოხუცი თანამგზავრი უყვება ბადის თვითმკვლელობის მცდელობის საკუთარ ისტორიას. მრავალი პრობლემით გატანჯული თავის ჩამოხრჩობას აპირებდა, თუმცა სანამ თავის განზრახვას შეასრულებდა, მან ალუბალი შეჭამა, რომელიც ისე მოეწონა რომ სიცოცხლეზე უარის თქმა გადააფიქრებინდა. სწორედ ეს მოხუცი თანხმდება ბადის სამსახურის გაწევაზე..
რესურსები ინტერნეტში
- „Ta'm e guilass“ — კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
- Taste of Cherry at RottenTomatoes.com
- Criterion Collection essay by Godfrey Cheshire Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted