შინაარსზე გადასვლა

ანტიქრისტე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანტიქრისტე და ეშმაკი. დეტალი ლუკა საინორელის ფრესკიდან „ანტიქრისტეს ჩადენილი ქმედებები“. დაახლოებით 1501 წელი.

ანტიქრისტე ან ცრუ მესია ქრისტიანობაში ზოგადად მოიაზრება, როგორც ბოროტების ფიგურა, რომელიც ცრუდ დაიწყებს მტკიცებას, რომ ქრისტეა (მესიაა). ტერმინი ანტიქრისტე გვხვდება ახალ აღთქმაში 5-ჯერ, 1 იოანესა და 2 იოანეში, ერთადერთხელ მრავლობით ფორმაში[1] და 4-ჯერ მხოლოობითში[2]

იესოს, რომლის შესახებაც ქრისტიანებს სჯერათ, რომ არის ებრაელი მესია (ქრისტე), დედამიწაზე მეორედ მოსვლისას მოუწევს დაპირისპირება ანტიქრისტესთან, რომელიც,თავის მხრივ, მიიჩნევა ყველაზე დიდ ცრუ მესიად ქრისტიანობაში. ბერნარდ მაკგინის თანახმად: ისევე, როგორც ქრისტე არის მხსნელი და იდეალური მოდელი კაცობრიობისა, მისი ოპონენტიც იქნება ერთადერთი ფიგურა, რომელშიც კონცენტრირებული იქნება ბოროტება.

ისლამურ ესქატოლოგიაში მასიჰ-ად-დაჯალი (المسيح الدجال) არის ანტი-მესიანური ფიგურა (ანტიქრისტეს ქრისტიანული კონცეფციის მსგავსი), რომელიც მოვა, რათა მოატყუოს კაცობრიობა, „ისას[3] (როგორც ქრისტეა ცნობილი არაბულად მოლაპარაკე მუსლიმებისთვის) მეორედ მოსვლამდე.

შუა საუკუნების არა-იურიდიული ებრაული ესქატოლოგიის ზოგიერთ სკოლაში, მსგავსი ანტი-მესიანური ფიგურა, ვაჟი ქალწულისა, არის არმილუსი: „მეფე, რომელიც გამოჩნდება დროის დასასრულს მესიის წინააღმდეგ და დამარცხდება მის მიერვე, მას შემდეგ, რაც უამრავ ტანჯვას მოუტანს ისრაელს[4]. ანტიქრისტეს კონცეპტი არ გვხვდება ტრადიციულ იუდაიზმში; თუმცა, შუა საუკუნეების დიასპორაში, მისი გარდაუვალი განადგურება მოთხრობილია, როგორც სიმბოლო სიკეთის საბოლოო გამარჯვებისა ბოროტებაზე მესიანურ პერიოდში.

ლიტერატურა

რეკომენდებული ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. "KJV Search Results for Antichrists". The Blue Letter Bible. Retrieved 2014-02-13.
  2. "KJV Search Results for Antichrist". The Blue Letter Bible. Retrieved 2014-02-13.
  3. "Dajjal - Anti-Christ" Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.
  4. Jewish Encyclopedia: Armilus

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted