შინაარსზე გადასვლა

აპრილის აჯანყება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თარგი:Stack აპრილის აჯანყება (ბულგ. Априлско въстание) — ეროვნულ-განმათავისუფლებელი აჯანყება ბულგარეთში. მიმდინარეობდა 1876 წლის 18 აპრილიდან 23 მაისამდე. ოსმალეთის იმპერიამ აჯანყება სასტიკად ჩაახშო.

აჯანყება დაიწყო 1876 წლის 18 აპრილს და მასში მონაწილეობდა ბულგარელი ხალხის თითქმის ყველა ფენა: გლეხები, ხელოსნები, წვრილი და საშუალო ბურჟუაზიის წარმომადგენლები და ინტელიგენცია.

აჯანყებულების ცუდი შეიარაღების გამო, თურქეთის არმიამ ადვილად მოახერხა აჯანყების ჩახშობა. მხოლოდ ბულგარეთის სამხრეთში დაიღუპა 30 000 ადამიანი, მათ შორის მოხუცები, ქალები და ბავშვები[1][2][3]

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Апрельское восстание 1876 // Советская историческая энциклопедия / редколл., гл. ред. Е. М. Жуков. том 1. М., государственное научное издательство «Советская энциклопедия», 1961. стр.662-663
  2. Апрельское восстание 1876 // Советская военная энциклопедия. / ред. Н. В. Огарков. том 1. М., Воениздат, 1976. стр.222
  3. Апрельское восстание 1876 // Большая Российская Энциклопедия / редколл., предс. Ю. С. Осипов. том 2. М., Научное издательство «Большая Российская Энциклопедия», 2005. стр.129

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted