შინაარსზე გადასვლა

ახალსოფლის ეკლესიის წარწერა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ახალსოფლის ეკლესიის წარწერა — ძველი ქართული ასომთავრული წარწერა, რომელიც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის ეკლესიის გალავანში ჩატანებულ ქვაზე აღმოჩნდა, დაახლოებით, X-XI საუკუნეებისა.

წარწერა

წარწერა სამსტრიქონიანია:

  1. † წ~ო მოწ~ო ბგრ~ტ ად~დე ბგ~რტ აფ...
  2. თა მფ~ე და ად~ე სლი გრდ~ხტ დ~დ
  3. ფსი წე~ ღთ~სა დკ~ბე თლ~ი ბტ~სი მწ~სა მრნ~ს

ანუ:

  1. † წმიდაო მოწამეო ბაგრატ, ადიდე ბაგრატ აფ[ხაზ]–
  2. თა მეფე და ადიდე სული გურანდუხტ დედ–
  3. ოფლისაი წინაშე ღმრთისა, დაუტკბე თული ბაგრატისი მიწასა მირიანს.

დახასიათება

პალეოგრაფიული თვალსაზრისით წარწერა ხასიათდება იმით, რომ მასში გრაფემა ნუსხურია (შდრ. ფიის წმინდა თევდორეს ეკლესიის წარწერა). ენობრივი თვალსაზრისით საყურადღებოა ისტორიული /აჲ/ დიფთონგის აი გრაფემათა მიმდევრობით გადმოცემა. გვხვდება საინტერესო ფრაზეოლოგიზმი: თუალისა დატკბობა.

დათარიღება

ექვთიმე თაყაიშვილი თვლიდა, რომ წარწერა ბაგრატ IV-ს მეფობის ხანით (1027–1072) თარიღდება. ა. ბაქრაძისა და ს. ბოლქვაძის აზრით, წარწერაში მოხსენიებული ბაგრატი ბაგრატ III-ა. ისინი წარწერას 975–1014 წლებისად მიიჩნევენ. ნ. შოშიაშვილი ფიქრობს, რომ წარწერა X საუკუნის ბოლო მეოთხედს განეკუთვნება.

ლიტერატურა

  • კ დანელია, ზ. სარჯველაძე, ქართული პალეოგრაფია, თბ., 1997, გვ. 53–54
  • Е. Такаишвили, Археологические экскурсии, разыскания и заметки, II, 1907; IV, Тф., 1913, ст. 9-11
  • ა. ბაქრაძე, ს. ბოლქვაძე, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ქართულ ეპიგრაფიკულ ძეგლთა კატალოგი, თბ., 1953, გვ. 28
  • ნ. შოშიაშვილი, ქართული წარწერების კორპუსი, I, თბ., 1980, გვ. 259