შინაარსზე გადასვლა

ბასილი (XI საუკუნე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი ბასილიXI საუკუნის ქართველი კალიგრაფი. გადაწერა გრიგოლ ღვთისმეტყველის თხზულებათა კრებული (ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი A-1), რომლის ერთ-ერთ ანდერძში ვკითხულობთ: „ლოცვა ყავთ უღირსისა და ფრიად ცოდვილისა უცბად მჩხრეკალისა ბასილისათჳს“. კრებული ლამაზი ნუსხურით, ნაკლებად გადაბმული, მკაფიო ასოებით არის ნაწერი. ოსტატი ყოველი თხზულების დასაწყისს საზედაო ასოებითა და კარგად მოფიქრებული ფერწერული სამკაულით აფორმებს. ფურცლის ჩარჩოები დახვეწილი გეომეტრიული ფორმისაა. ხელნაწერს თევდორე ჟორდანია 1031-ით ათარიღებს.

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში