შინაარსზე გადასვლა

ბელა IV

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბელა IV

ბელა IV (დ. 1206 — გ. 3 მაისი, 1270) — უნგრეთის მეფე არპადების დინასტიიდან, მეფობდა 1235-1270 წლებში. ანდრაშ II-ის ძე. 1235 წელს შეეცადა გაეუქმებინა მეფის სამფლობელოებიდან მაგნატებისათვის მიწების ბოძების წესი, რათა შეეჩერებინა ფეოდალური დაქუცმაცების პროცესი. 1241 წელს, მონღოლთა შემოსევისას, დალმაციაში გაიქცა. 1242 წელს დამპყრობთა წასვლის შემდეგ ენერგიულად შეუდგა უნგრეთის ეკონომიკისა და თავდაცვისუნარიანობის აღდგენას. მთელი რიგი პრივილეგიები უბოძა წვრილ და საშუალო აზნაურობას. ებრძოდა ვენეციას დალმაციის ქალაქებისათვის (1243-1244 წწ.) და ჩეხიის მეფე პრჟემისლ II ოტოკარს ავსტრიისა და შტირიისათვის (1235-1254 და 1260 წწ.).

ლიტერატურა

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

თარგი:უნგრეთის მონარქები

მოძიებულია „https://wiki.ge/w/index.php?title=ბელა_IV&oldid=126937“-დან