შინაარსზე გადასვლა

გვიმრების ხევი: უკანასკნელი ტროპიკული ტყე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„გვიმრების ხევი: უკანასკნელი ტროპიკული ტყე“
ფაილი:Ferngully.jpg
რეჟისორი ბილ კროიერი
პროდიუსერი პიტერ ფეიმენი
უეინ იანგი
სცენარის ავტორი ჯიმ კოქსი
ეფუძნება გვიმრების ხევი: უკანასკნელი ტროპიკული ტყე
დაიანა იანგი
როლებში
მუსიკა ალან სილვესტრი
მონტაჟი გილიან ჰატშინგი
სტუდია Kroyer Films
Youngheart Productions
FAI Films
დისტრიბუტორი 20th Century Fox
გამოსვლის თარიღი
  • 10 აპრილი, 1992 (1992-04-10) (ჩრდილოეთი ამერიკა)
  • 17 სექტემბერი, 1992 (1992-09-17) (ავსტრალია)
ხანგრძლივობა 76 წთ.
ქვეყანა ავსტრალია
აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 24 მილიონი აშშ დოლარი[1]
შემოსავალი 32.7 მილიონი აშშ დოლარი

გვიმრების ხევი: უკანასკნელი ტროპიკული ტყე (ინგლ. FernGully: The Last Rainforest) — 1992 წლის ავსტრალიურ-ამერიკული ანიმაციური მუსიკალური ფენტეზი ფილმი, გადაღებული ბილ კროიერის მიერ. მისი პროდიუსერები არიან პიტერ ფეიმენი და უეინ იანგი, ხოლო 15 წლით ადრე დაიანა იანგის მიერ დაწერილი წიგნის მიხედვით სცენარის ავტორი - ჯიმ კოქსი. ფილმის მუსიკის კომპოზიტორია ალან სილვესტრი.

„გვიმრების ხევის“ პერსონაჟებს ახმოვანებენ ჯონათან უორდი, სამანთა მეთისი, ტიმ კარი, კრისტიან სლეიტერი და რობინ უილიამსი. ფილმის მოვლენები მიმდინარეობს ავსტრალიის ტროპიკულ ტყეში, რომელიც დასახლებულია მომცრო ფერიებით. მთავარი პერსონაჟია ფერია სახელად კრისტა, რომელიც შეცდომით შეამცირებს ზომაში ახალგაზრდა შეშის მჭრელ ზაკს. ისინი ერთად ცდილობენ სხვა ფერიების შეჭის მჭრელებისგან და ეკოლოგიის დამაბინძურებელ არსება ჰექსუსისგან დასაცავად.

ფილმის პრემიერას მოჰყვა მრავალი დადებითი შეფასება. თავისი დროისთვის იგი კინოგაქირავებაში საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, ისევე, როგორც სახლის ვიდეოს გაყიდვის შემდეგ, 1998 წელს მას მოჰყვა პირდაპირ ვიდეოზე გამოსული გაგრძელება „გვიმრების ხევი 2: ჯადოსნური გადარჩენა“, თუმცა როლების გახმოვანებაზე ორიგინალური გუნდიდან რომელიმე მსახიობს არ უმუშავია.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted