ედესის გრაფების სია
იერსახე
1098-1149 წლებში ედესას მართავდა ხუთი გრაფი და ორი რეგენტი:
- 1095-1098 : თოროს ედესელი — ედესის საგრაფომდელი სომეხი გამგებელი.
- 1098-1100 : ბალდუინ I იერუსალიმელი — პირველი გრაფი, ჟოფრუა ბულონელის ძმა. 1100-დან იერუსალიმის მეფე.
- 1100-1118 : ბალდუინ II იერუსალიმელი — წინამორბედის შორეული ნათესავი. იერუსალიმის მეფე 1118-დან.
- 1104-1108 : რიჩარდ სალერნოელი — რეგენტი
- 1118-1119 : გალერან პიუიზელი — რეგენტი, ბალდუინ II-ის ნათესავი.
- 1119-1131 : ჟოსლენ I — პირველი გრაფი კურტენეების დინასტიიდან.
- 1131-1149 : ჟოსლენ II — წინამორბედის ვაჟი. 1144 წელს დაკარგა ედესა, მაგრამ მმართველობა ტურბესელში განაგრძო.
ტიტულარული გრაფები
- 1149-1159 : ჟოსლენ II
- 1159-1200 : ჟოსლენ III — წინამორბედის ვაჟი. მსახურობდა იერუსალიმის სამეფო კარზე.
1365 წელს კვიპროსის მეფემ — პიერ I-მა მიიღო ედესის გრაფის ტიტული.
ცხრილი
ქვევით წარმოდგენილია ედესის გრაფების სია ცხრილის სახით.
სახელი | დაბადება | გრაფად კურთხევის დრო | პორტრეტი | სიკვდილი |
---|---|---|---|---|
ბალდუინ I | 1058 | 1098 | ესკიზის შექმნის შეცდომა: | 1118 წლის 2 აპრილი. |
ბალდუინ II | 1060 | 1100 | 1131 წლის 21 აგვისტო. | |
ჟოსლენ I | 1070/75 | 1119 | ესკიზის შექმნის შეცდომა: | 1131 წლის სექტემბერი. |
ჟოსლენ II | 1113 | 1131 | ესკიზის შექმნის შეცდომა: | 1159 |
ჟოსლენ III | 1134 | 1159 | 1200 |
ლიტერატურა
- René Grousset, L'Empire du Levant : Histoire de la Question d'Orient, Paris, Payot, coll. « Bibliothèque historique », 1949 (réimpr. 1979), 648 p. (ISBN 2-228-12530-X)