ვარშავის გეტოს აჯანყება
თარგი:Stack მეორე მსოფლიო ომის დროს ვარშავის გეტოს აჯანყება (იდიშ. אױפֿשטאַנד אין װאַרשעװער געטאָ; პოლ. Powstanie w getcie warszawskim; გერმ. Aufstand im Warschauer Ghetto) — ებრაული და პოლონური წინააღმდეგობის ძალების მიერ ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ მოწყობილი აჯანყება ოკუპირებული პოლონეთის დედაქალაქის ტერიტორიაზე, რომელიც მიზნად ისახავდა ნაცისტური გერმანიის ძალების მიერ ვარშავის გეტოს ლიკვიდაციის თავიდან არიდებასა და გეტოში მყოფი ადამიანების გადარჩენას.
აჯანყება გერმანელთა მიერ გეტოს დარჩენილი მოსახლეობის ტრებლინკას საკონცენტრაციო ბანაკში გადაყვანის გადაწყვეტილებას მოჰყვა. აჯანყება 1943 წლის 18 იანვარს დაიწყო, ხოლო მისი ძირითადი შეიარაღებული ფაზა იმავე წლის 19 აპრილიდან 16 მაისამდე გაგრძელდა. აჯანყებულები რამდენიმე კვირის განმავლობაში უწევდნენ ძლიერ წინააღმდეგობას გერმანულ ძალებს.
აჯანყება დასრულდა, როდესაც ცუდად შეიარაღებული და ცუდად მომარაგებული აჯანყებულები იორგენ შტროპის დაქვემდებარებაში მყოფმა გერმანულმა ძალებმა გაანადგურეს. ბრძოლის შედეგად გერმანელებმა გეტო მთლიანად დაანგრიეს. ვარშავის გეტოს აჯანყება იყო ებრაული წინააღმდეგობის ყველაზე დიდი გამოვლინება მთელი ჰოლოკოსტის განმავლობაში.
ლიტერატურა
- Edelman, Marek (1990). The Ghetto Fights: Warsaw, 1941-43. London: Bookmarks Publications. ISBN 0-9062-2456-XLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.
- Gebhardt-Herzberg, Sabine (2003). "Das Lied ist geschrieben mit Blut und nicht mit Blei": Mordechaj Anielewicz und der Aufstand im Warschauer Ghetto (German). Bielefeld: S. Gebhardt-Herzberg. ISBN 3-0001-3643-6Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.
- Goldstein, Bernard (2005). Five Years in the Warsaw Ghetto. Oakland: AK Press, გვ. 256. ISBN 1904859054Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted. [1] Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Jahns, Joachim (2009). Der Warschauer Ghettokönig. Dingsda-Verlag, Leipzig, ISBN 978-3-928-49899-9