ზვიად ციკოლია
ზვიად ციკოლია | |
---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
დაბადების თარიღი | Script error: No such module "Separated entries". |
გაუჩინარდა | Script error: No such module "Separated entries". |
გარდაცვალების თარიღი | Script error: No such module "Separated entries". |
დაკრძალულია | Script error: No such module "Separated entries". |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა | საქართველო |
განათლება | უმაღლესი |
ალმა-მატერი | თბილისის სამხატვრო აკადემია |
საქმიანობა | სამრეწველო დიზაინერი |
წოდება | Script error: No such module "Separated entries". |
მეუღლე(ები) | მარინა ხორავა |
შვილ(ებ)ი | ბუბა ციკოლია, ივა ციკოლია |
მშობლები | Script error: No such module "Separated entries". |
საიტი | www.tsikoliadesign.com |
ხელმოწერა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ზვიად ციკოლია (დ. 14 ივლისი, 1971, თბილისი) — ქართველი სამრეწველო დიზაინერი. 2010 წლიდან საკონსტრუქტორო ბიურო „დელტა“-ს მთავარი დიზაინერი.
ბიოგრაფია
ზვიად ციკოლია დაიბადა ქალაქ თბილისში, ვალერიან ციკოლიას (მამა, პროფესიით რეჟისორი) და მედეა ბუხრაძის (დედა, პროფესიით მსახიობი) ოჯახში. ბავშვობიდანვე იტაცებდა ტექნიკა, განსაკუთრებით კი თვითმფრინავები. 8 წლის ასაკში ნორჩი ტექნიკოსების წრეზე დაიწყო სატრანსპორტო დიზაინის შესწავლა. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა თბილისის სამხატვრო აკადემიის სამრეწველო დიზაინის ფაკულტეტზე განაგრძო. აღნიშნული პერიოდიდან პერიოდულად მონაწილეობს სხვადასხვა კონკურსებსა, თუ გამოფენებზე.
1986 წელს ფოთში, რესპუბლიკურ კონკურსზე სატვირთო მანქანის დიზაინის შექმნისათვის გრან-პრი აიღო. 1987 წელს მოსკოვში, „სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენაზე“ წარადგინა ტრაილერის დიზაინი, რაშიც ბრინჯაოს მედალი მიიღო. 1993 წელს „Air Georgia“–ს მთავარი დიზაინერი გახდა. 1997 წელს მნიშვნელოვანი მიღწევა აქვს ფრანკფურტის ავტოსალონზე, სადაც წარადგინა სრულმასშტაბიანი „Bugatti“-ის მოდელი. 2001 წელს მიწვევა მიიღო კომპანია „Peugeot“-გან კონსულტანტის თანამდებობაზე. 2007 წელს მონაწილეობა მიიღო ელეგანტურობის კონკურსში, „Villa D'Este“ გამოფენაზე და ჟენევის საერთაშორისო ავტოსალონის გამოფენაზე. იმავე წლიდან იაპონური კომპანია „DCI“-ის მთავარი დიზაინერია. 2010 წლიდან მთავარი დიზაინერია ქართულ საკონსტრუქტორო ბიურო „დელტაში“, სადაც პირველი ქართული ჯავშანტრანსპორტიორი დიდგორი 914-ის, დიდგორი მედევაკი-ის და ლაზიკას დიზაინი შექმნა.
აგრეთვე მონაწილეობს სხვა პროექტებში:
- 2011 წელს საათების კერძო კომპანია „UNIQ“ დააარსა.
- 2013-2014 წლებში კომპანია „SAIC Motor“-ის კონსულტანტია, სადაც შექმნა მომავლის მანქანების მოდელები.
მის პორტფოლიოში შედის ასევე მრავალი სხვა პროექტი:
- „Russo-Baltique Impression“;
- „Rolls Royce-coupe“ (ბრიტანელი კოლექციონერისთვის);
- ექსტერიერი და ინტერიერი ფრანგული მწარმოებლისთვის, ასევე ექსტერიერი და ინტერიერი პატარა ბიზნეს თვითმფრინავისთვის;
- კერძო არქიტექტურა და ინტერიერი.
- ავეჯისა და ბოთლების შეფუთვის დიზაინი.
მისი ნამუშევრები გამოქვეყნებულია: Carstyling, Auto&Design, Auto Bild, Auto review, Super cars, GQ, Le, Style, Really Good Packaging, Big Book of Packaging, Design and Design და სხვა ჟურნალებში.
ამჟამად ცხოვრობს ქალაქ თბილისში. დაკავებულია მომავალი დიზაინერების განათლებით. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
ჯილდოები და წოდებები
- 1987 - ბრინჯაოს მედალი. მოსკოვი საბჭოთა კავშირის გამოფენა.
- 1993 - Air Georgia competition; კონკურსის გამარჯვებული;
- 2001 - Russo-Baltique.
- 2006 - Red Dot design award Award – საათი Fashion Watch;
- 2011 - ღირსების ორდენი (საქართველო)
- 2013 - ვახტანგ გორგასლის ორდენი მე-2 ხარისხი;
- 2014 - Red Dot design Award შეფუთვის დიზაინი.
რესურსები ინტერნეტში
- Tsikolia Design.
- Uniq Watches. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-11-29. ციტირების თარიღი: 2014-12-29.
- ესაუბრა ნინა ახლოური. ინტერვიუ ზვიად ციკოლიასთან. რუბრიკა desigrespondent. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-12-18. ციტირების თარიღი: 2014-12-29.
- ნინო ლომაძე. (1 თებერვალი, 2007) ზვიად ციკოლია - სამი ახდენილი ოცნების და ერთი წარმატების ამბავი. სტატია. ჟურნალი ცხელი შოკოლადი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-11-01. ციტირების თარიღი: 2015-01-03.
- ირინა ხარებაშვილი. ზვიად ციკოლია. სტატია. ჟურნალი „A2A – Art to Air“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-12-31. ციტირების თარიღი: 2015-01-03.
- "U.F.O.". (24 დეკემბერი, 2014) დიზაინერი ზვიად ციკოლია. ვიდეობლოგი. artarea.tv.
- თეა ადეიშვილი, ლევან აბულაძე. (28 მაისი, 2011) ზვიად ციკოლია. ვიდეორეპორტაჟი, გადაცემა „პოსტ სკრიპტუმი“, რუსთავი 2. ვიდეოპორტალი My Video.