შინაარსზე გადასვლა

თამარ მეფის ორდენი (განთავისუფლების კომიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი

თამარ მეფის ორდენი
ფაილი:Order of Saint Queen Tamara Georgian Legion AEA Collections.jpg
სრული სახელითამარ მეფის ორდენი
ტიპიორდენი
დაჯილდოების საფუძველი1915

თამარ მეფის ორდენი — პირველი მსოფლიო ომის დროს ევროპაში დაფუძნებული „საქართველოს განთავისუფლების ეროვნული კომიტეტის“ მიერ 1915 წელს შემოღებული ჯილდო.[1]

სამახსოვრო ნიშნით „განთავისუფლების კომიტეტი“ საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისათვის აჯილდოებდა სამხედრო და სამოქალაქო პირებს. თავდაპირველად ორდენის ორი ხარისხი - I და II - არსებობდა, თუმცა მოგვიანებით ორდენს დაემატა ასევე III ხარისხის ჯილდოც. [1]

ესკიზის შექმნის შეცდომა:
ნიკო ნიკოლაძის თამარ მეფის ორდენი

სამივე ხარისხის ორდენზე რვაქიმიანი ვერცხლის ვარსკვლავის ცენტრში მოთავსებულია ერთნაირი მედალიონი თამარ მეფის მოოქრული ვერცხლის პორტრეტით და ოქროთი მოვარაყებული წარწერით „ქართული ლეგიონი, 1915“.[1]

ორდენით დაჯილდოების პირვანდელი დებულების თანახმად, გადაწყვეტილებას მისი მინიჭების შესახებ იღებდა „განთავისუფლების კომიტეტი“ წევრთა 2/3-ის თანხმობით, თუმცა, როდესაც 1918 წლის 21 ივლისს ბერლინში ეროვნული კომიტეტის უკანასკნელი სხდომა გაიმართა და კომიტეტმა მუშაობა დაასრულა, დაადგინეს, თამარის ორდენით დაჯილდოების უფლება პრეზიდიუმს გადასცემოდა.[1]

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 თამარ მეფის ორდენი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted, დავით ლორთქიფანიძე, 01.05.18

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted