მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
1666 : ლონდონის დიდმა ხანძარმა, რომელიც სამი დღე მძვინვარებდა, 10 000-მდე შენობა გაანადგურა, მათ შორის წმინდა პავლეს ტაძარიც, თუმცა მხოლოდ 16 ადამიანი დაიღუპა.
1774 : არქაული ადათ-წესებისგან ხალხის გადასაჩვევად პეტრე I-მა რუსეთში წვერის ტარებაზე გადასახადი შემოიღო.
1793 : საფრანგეთის რევოლუცია — ეროვნულმა ყრილობამ ტერორის მმართველობა გამოაცხადა.
1836 : სემ ჰიუსტონი ტეხასის რესპუბლიკის პირველ პრეზიდენტად აირჩიეს.
1882 : მშრომელთა დღის პირველი პარადი გაიმართა ნიუ-იორკში.
1972 : ხოცვა მიუნხენში — პალესტინელ ტერორისტთა ჯგუფი სახელით „შავი სექტემბერი“ თავს დაესხა ისრაელის სპორტსმენებს მიუნხენის ოლიმპიურ თამაშებზე.
1977 : კოსმოსში გაუშვეს ავტომატური საპლანეტთაშორისო სადგური ვოიაჯერ-1 (სურათზე).