შინაარსზე გადასვლა

იაილა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფაილი:Crimea.Yayla.Cliff-2.jpg
იაილა

იაილა (თურქ. Yayla) — ყირიმის მთების ბრტყელი, პლატოსებური ზედაპირი. აგებულია ზედაიურული რიფული კირქვებით, რომლებიც ძლიერ დაკარსტულია. იაილებს საკუთარი სახელები აქვთ, აღსანიშნავია აი-პეტრის იაილა, ბაბუგან-იაილა, ჩათირდაღი და სხვა. ბაბუგან-იაილა ყირიმის მთების უმაღლესი მასივია. ზოგჯერ იაილას უწოდებენ მთლიანად ყირიმის მთებს. იაილა თურქულად ნიშნავს საზაფხულო საძოვარს. შუა აზიაში ეწოდება ჯაილიაუ. იაილას უწოდებენ აგრეთვე ყირიმის სამთო საზაფხულო საძოვრებს.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

ლიტერატურა

მოძიებულია „https://wiki.ge/w/index.php?title=იაილა&oldid=163838“-დან