იოსებ აბაკელია
თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
დაბ. თარიღი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
დაბ. ადგილი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
გარდ. თარიღი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
გარდ. ადგილი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
დასაფლავებულია | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
მოქალაქეობა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ეროვნება | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
საქმიანობა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
მუშაობის ადგილი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ალმა-მატერი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
განთქმული მოსწავლეები | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
პარტნიორ(ებ)ი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
სამეცნიერო ხარისხი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
მეუღლე | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
მამა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
დედა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
შვილ(ებ)ი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ნათესავ(ებ)ი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ჯილდოები | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
Script error: No such module "collapsible list". | |
ხელმოწერა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
საიტი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
[[:commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] ვიკისაწყობში |
იოსებ კონსტანტინეს ძე აბაკელია (დ. 2 (15) მარტი, 1882, ქუთაისი ― გ. 1938) — ქართველი ფთიზიატრი, საქართველოში მეცნიერული ფთიზიატრიის ფუძემდებელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1924), პროფესორი (1930).
ბიოგრაფია
1903 წელს დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და შევიდა ნოვოროსიის უნივერსიტეტში. იმავე წლიდან იყო ესერების პარტიის წევრი. დააპატიმრეს რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობისთვის. გათავისუფლების შემდეგ ცხოვრობდა ოდესაში. 1911 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული და ციმბირში გადასახლებაც ჰქონდა მისჯილი, მაგრამ რექტორის და სტუდენტების შუამდგომლობით გადაურჩა სასჯელს. 1914 წელს მობილიზაციის დროს იოსებ აბაკელია სამხედრო სამსახურში გაიწვიეს და უფროს ექიმად დანიშნეს ერთ-ერთ საარტილერიო ბრიგადაში.
1918 წლის თებერვალში დაბრუნდა საქართველოში. აირჩიეს ესერების ამიერკავკასიის საოლქო კომიტეტის წევრად. იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი ესერთა პარტიიდან. საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ ჩამოშორდა პოლიტიკას. 1921 წელს გამოაქვეყნა პირველი ქართულენოვანი სახელმძღვანელო ტუბერკულოზის შესახებ. აბაკელიას თაოსნობით დაარსდა თბილისის პირველი ტუბერკულოზის ამბულატორია (1922; 1925-იდან I ტუბდისპანსერი) და ტუბერკულოზის რესპუბლიკური ინსტიტუტი (1930). 1938-მდე ამ ინსტიტუტის დირექტორი იყო. 1933 წლიდან კითხულობდა ტუბერკულოზის კურსს ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში. 1935-1938 წლებში ხელმძღვანელობდა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში მის მიერვე დაარსებულ ტუბერკულოზის კათედრას. გამოიკვლია ორგანიზმში ტუბერკულოზის გავრცელების მანამდე შეუსწავლელი ლიმფური გზები. სხვა ქართველ ფთიზიატრებთან ერთად საქართველოს ყველა კუთხეში ფართოდ გაშალა ტუბერკულოზთან ბრძოლა. დიდ ყურადღებას უთმობდა კურორტ აბასთუმნის განვითარებას. რეპრესირებულია. სიკვდილის შემდეგ რეაბილიტირებულია.
აბაკელიას ცოლად ჰყავდა ბიოქიმიკოს ვლადიმერ ასათიანის და ელენე. აბაკელიას სახელს ატარებს ქუჩა თბილისში, ჩუღურეთის რაიონში (ყოფილი ტყის ქუჩა).[1]
თხზულებები
- ტუბერკულოზი, ტფილისი, 1921
- ფილტვის და სხვა ორგანოთა ტუბერკულოზი, ტფილისი, 1934
ლიტერატურა
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1997. — გვ. 12.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1975. — გვ. 12-13.
სქოლიო
- ↑ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო, განკარგულება №431[მკვდარი ბმული], 2021 წლის 7 სექტემბერი.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted