კანე კორსო
წარმოშობის ქვეყანა | იტალია | |||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||
| ||||||||||
ძაღლი (Canis lupus familiaris) |
კანე კორსო (იტალ. Cane corso italiano) — უძველესი იტალიური ჯიშის ძაღლი. მას იყენებდნენ დიდ ცხოველებზე სანადიროდ, სასახლეების და ეკლესია-მონასტრების დასაცავად, პირად მცველებად და ბრძოლებში. ეს ჯიში სამოცდაათიანი წლების ბოლოს გადაშენების პირას იყო, მაგრამ იტალიელი მეცნიერის ჯოვანი ბონატის ძალისხმევით გადარჩა. დღეს მას მრავალი ქვეყნის ძაღლთსაშენებში ამრავლებენ.
კანე კორსოს აქვს მსხვილი ძვლები და კარგად განვითარებული მუსკულატურა. აქვს განიერი თავი ,სამკუთხედი ჩამოკიდებული ყურები, ყურებს და კუდს ხშირ შემთხვევაში უკეთებენ კუპირებას. შეფერილობა შავი, რუხი, ალისფერი და ვეფხვისფერი.
კანე კორსო არის პატრონის და მისი ოჯახის ერთგული ძაღლი, გაწონასწორებული ფსიქიკით, ადვილად იწვრთნება. არის უაღრესად მამაცი და არასდროს არ იხევს უკან. საფრთხის დროს ყოველთვის იღებს სწრაფ და სწორ გადაწვეტილებას.
კანე კორსო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სასამსახურო ძაღლია. მას იყენებენ ობიექტების დასაცავად, პირად მცველებად, აგრეთვე იყენებენ პოლიციაში.
რესურსები ინტერნეტში
- კანე კორსო Open Directory Project-ზე Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- კანე კორსო American Kennel Club-ზე Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted